გენიტალური ჰერპესი

კითხვა: გამარჯობათ გენიტალური ჰერპესი ბოლომდე შესაძლებელია თუ არა განიკურნოს
პასუხი:

მოგესალმებით!
გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა და იგი ხშირად დიდ პრობლემებს უქმნის ქალსა და მამაკაცს. გენიტალურ ჰერპესს თან ახლავს დიდი პრობლემები, რაც ტკივილთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
გენიტალური ჰერპესი ზრდის აივ-ინფიცირების რისკს. უფრო დიდია ალბათობა, ორივე ვირუსით დასნებოვნებულმა პირებმა პარტნიორს აივ-ინფექცია გადასცენ. ჰერპესული ინფექციაც აივ-ინფიცირებულებთან უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მოგვიანებით სტადიებზე აივ-ინფექციამ და გენიტალურმა ჰერპესმა შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი მძიმე გართულებები, როგორებიცაა: მენინგოენცეფალიტი, ჰეპატიტი.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
• წყლულების არეები შევინახოთ სუფთად;
• ატარეთ ბამბის საცვლები;
• ატარეთ თავისუფალი (ნაკლებად მომდგარი) სამოსი;
• მოერიდეთ წყლულოვანი არეების გამშრალებას;
• წვის და ქავილის შემთხვევაში ნუ დაამყარებთ სქესობრივ კონტაქტს. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდნენ, რომ დაავადების შემოტევაზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ წყლულები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული;
• გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში არ შეიძლება სქესობრივი კონტაქტების დამყარება სანამ წყლულები საერთოდ არ გაქრება;
• გახსოვდეთ, რომ ჰერპესის გადაცემა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც , თუ წყლულები არ არის გამოხატული.
გენიტალური ჰერპესის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, საწყისი აფეთქების შემდეგ, ვირუსი ლატენტურ ფაზაში გადადის და ზურგის ტვინში აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა, არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამსუბუქონ სიმპტომები და შეამცირონ სხვების ინფიცირების რისკი. კონდომები აგრეთვე ხელს უშლიან ვირუსის გადაცემას.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, მიმართოთ კლინიკას „ ტესტი IMP” თბილისი. ონიაშვილის ქ. 20 .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა