ნევროლოგიური მომსახურება კლინიკა "ახალი სიცოცხლეში"

ნევროლოგიური მომსახურება კლინიკა

ნევროლოგი

კლინიკა "ახალი სიცოცხლის"გუნდს შემოუერთდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნევროლოგი, ნანა სომხიშვილი. ექიმი ნევროლოგი პაციენტებს მიიღებს ყოველ სამშაბათს, რაც საშუალებას მოგცემთ დროულად მიმართოთ მას სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემების დროს.

თუ თქვენ გაწუხებთ თავბრუსხვევა, ხშირი თავის ტკივილი, ძილის ან მეხსიერების დარღვევები, კიდურების დაბუჟება ან მეტყველების და კოორდინაციის პრობლემები, ნუ გადადებთ ვიზიტს ნევროლოგთან. ასევე, თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი, დროული კონსულტაცია ნევროლოგთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და გთავაზობთ სრულ ნევროლოგიურ კვლევებს:

 

  • კომპიუტერული ტომოგრაფია– 160 შრიანი იაპონური TOSHIBA AQUILION LIGHTNING SP აპარატით, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით და სხივური დატვირთვის 75%-მდე შემცირებით.
  • -MRI გამოკვლევა – უახლესი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი Siemens Magnetom Vida 3T MRI აპარატით.
  • რენტგენოლოგიური კვლევა – ციფრული რენტგენოგრაფიის აპარატით Flexeravision HB.
  • ექოსკოპია – ექსტრა და ინტრაკრანიალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფია.
  • EEG (ელექტროენცეფალოგრაფია) – თავის ტვინის ელექტრული აქტივობის შესწავლა.
  • ნეირომიოგრაფია– ნერვისა და კუნთის დაზიანების დიაგნოსტიკა Surpass-Ems Biomedical აპარატით.
  • ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა.

 

სპეციალური შეთავაზება: პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის ნევროლოგ ნანა სომხიშვილთან კონსულტაცია მხოლოდ 35 ლარად დეკემბრის ბოლომდე, ყოველ სამშაბათს 10:00-16:00 საათამდე.

 

დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 

მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილილუბლიანას 29)

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

დაგვირეკეთ