მხოლოდ ვაქცინა გადაგვარჩენს!
აიცერი - იყავი დაცული და დაიცავი ქვეყანა!
აიცერი - დაიწყე ახალი სიცოცხლე!
ქვეყნის მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურადაა ჩართული ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“!
უკვე რამდენიმე თვეა, რაც კლინიკა მოქალაქეებს „პფაიზერითა“ და „სინოფარმის“ პრეპარატებით აცრას სთავაზობს და იმუნიზაციისთვის განკუთვნილი ორი კაბინეტი დღეში ათობით ადამიანს, სრული დატვირთვით ემსახურება!
განვლილი პერიოდის განმავლობაში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში არ დაფიქსირებულა აცრასთან დაკავშირებული არც მყისიერი და არც მოგვიანებითი რაიმე გართულება .
ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდი ყველა მოქალაქეს გირჩევთ, მოერიდოთ უსაფუძვლო შფოთვას და ჩაერთოთ იმუნიზაციის პროცესში !
გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, კლინიკები გადავსებულია და თბილისი უკვე გადადის საველე ჰოსპიტლების ამოქმედების რეჟიმზე! ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ლეტალური გამოსავლებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს!
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდემია ჩვენს ქვეყანაში, რა მასშტაბებს და ხასიათს შეიძენს ის დამატებით, უცნობია. თუმცა, სრულიად ცხადია და გარკვეული, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი ხსნა ვაქცინაციაა !
ვაქცინაციაზე ჩასაწერად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე (032) 2 12 25 25 ან 577 059 900!
ჩვენი მისამართია : ქ. თბილისი, დიღომი, ლუბლიანას N 29
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გისურვებთ ჯანმრთელობას !