უფასო სკრინინგი – გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის სკრინინგს, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ერთვება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგ პროგრამაში

უფასო სკრინინგი – გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის სკრინინგს, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ერთვება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგ პროგრამაში

სკრინინგში მონაწილეობა უფასოდ შეუძლიათ 40-70 წლის ქალბატონებს!

დროულად ჩაიტარეთ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.

მამოლოგიური კვლევა წარმოებს ულტრათანამედროვე, საქართველოში ექსკლუზიური ფუნქციის მქონე მამოგრაფზე Planmed Clarity.

რა არის მამოგრაფია?

მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა და რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღმოაჩინეთ შემდეგი სიმპტომები:

  • სიმსივნური წარმონაქმნი ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
  • ძუძუს კანის სიწითლე ან სიმხურვალე;
  • ლიმონის ქერქისებური კანი;
  • ძუძუს კანის შეჭმუხვნა;
  • უჩვეულო ტკივილი ძუძუში;
  • დვრილის ჩაბრუნება;
  • დვრილიდან სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი.

ჩაიტარეთ კვლევა და იგრძენით თავი დაცულად!

გახსოვდეთ, კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში მისი განკურნება შესაძლებელია!

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!

გისურვებთ ჯანმრთელობას!