სახსრების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

სახსრების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

PRP ( Platelet Rich Plasma) - თერაპია - თრომბოციტებით მდიდარი პლაზმური თერაპია

PRP თერაპია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც რეგენერაციული მედიცინის უნივერსალური და ინოვაციური მეთოდია.

ჩაიტარე რევმატოლოგ ეკა ხვედელიძის კონსულტაცია და PRP თერაპია კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.

 

 PRP  თერაპიის საშუალებით შესაძლებელია:

  • სახსრის ტკივილის მართვა;
  • დაზიანებული ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა;
  • სახსარშიდა სინოვიალური სითხის აღდგენა;
  • დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა;
  • დაზიანებული მყეს-კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა;
  • ბუნებრივი ჰიალურონის მჟავას გამომუშავება;
  • ანთებითი პროცესების მართვა.

 

PRP- თერაპიას გააჩნია შემდეგი უპირატესობები:

  • გამოიყენება აუტოლოგიური პლაზმა (თვით პატიენტის);
  • არ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე;
  • არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს;
  • არ გააჩნია შეუთავსებლობა;
  • არ გააჩნია უკუჩვენება;
  • არ იწვევს არანაირ გართულებას.

 

 

 PRP - თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა ზრდის ფაქტორების უნივერსალური წყაროა.  ზრდის ფაქტორები წარმოადგენს ცილებს. განსაკუთრებულად ძლიერ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ისინი არეგულირებენ უჯრედულ პროცესებს, იწვევენ ქსოვილებში ბუნებრივი რეგენერაციის უნარის 250-300 ჯერ გაზრდას.

 

 ზრდის ფაქტორები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მყესების, კუნთების, იოგების, ხრტილების და ძვლების შეხორცებაში, რადგან ასტიმულირებენ ანგიოგენეზს, ეპითელიზაციას, უჯრედების დიფერენციაცია- რეპლიკაციას, პროლიფერაციასა და ექსტრაცელულარული მატრიქსის ფორმულირებას.

 

  მისი გამოყენება რევმატოლოგიაში შესაძლებლობას გვაძლევს ვმართოთ ოსტეოართროზები, ართრიტები, შეამციროს ტკივილი და ,,გააახალგაზრდაოს’’ სახსარი, დაიცვას კუჭი ხანგრძლივად არასტეროიდების მიღებისგან. გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი.

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მუშაობს 24/7 რეჟიმში, ყოველდღე!

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!