ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
ძუძუს კიბოს პრევენცია, დიაგნოსტირება, მკურნალობა კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და კლინიკა „ვარდისფერ ოქტომბერს“ აქციით უერთდება.
აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
რა უნდა იცოდეს მკითხველმა ძუძუს კიბოს შესახებ?
ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა.
ბოლო პერიოდში შეინიშნება როგორც დაავადების რაოდენობრივი მატება, ისე გაახალგაზრდავება.
მისი გამოვლენა, ძირითადად, სარძევე ჯირკვლებში კვანძოვანი წარმონაქმნის სახით ხდება და ადგილობრივი გავრცელების გარდა ახასიათებს გენერალიზება, მეტასტაზირება, ანუ პროცესის გავრცელება სხვა ორგანოებში.
ძუძუს კიბოსთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- წარმონაქმნი ან რაიმე სახის გამკვრივება ძუძუში;
- ძუძუს ფორმის შეცვლა;
- ძუძუს კანზე ცვლილებები (დეფორმაცია, შეშუპება, სიწითლე, დვრილის ჩაბრუნება, მუქი გამონადენი დვრილიდან);
- იღლიაში კვანძების გაჩენა.
თუმცა შესაძლებელია ამ დაავადების არსებობა სიმპტომების და ჩივილის გარეშე, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია პერიოდული, რეგულარული გამოკვლევები მამოლოგთან!
გვსურს, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არაა და დაავადების დამარცხება შესაძლებელია – ამას ადასტურებს ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტის მაგალითი.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ძუძუს კიბოს პრევენციის, ყოველმხრივი კვლევისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.
ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო!
გისურვებთ ჯანმრთელობას!