წლებია კლინიკა ქვეყანას ახალ სიცოცხლეს ჩუქნის.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" ყოველდღე ისმის ჯერ კიდევ მუცლადმყოფი პატარას გულისცემა, ყოველ წამს შეგიძლიათ იხილოთ შვილის ხილვით გამოწვეული ბედნიერების ცრემლები, საინტერესო ინფორმაცია შეიტყოთ მშობელთა სკოლის გაკვეთილების დახმარებით, დეპარტამენტში ერთსა და იმავე დღეს რამდენიმე ტყუპიც დაბადებულა - კლინიკის ყველა მეან-გინეკოლოგმა დანამდვილებით იცის, რომ ყოველ 9 თვეში ახალ ოჯახში განუსაზღვრელი ბედნიერება შეაქვს.
რა უნდა იცოდეთ სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის შესახებ?
"ახალი სიცოცხლე" წლების განმავლობაში ფუნქციობდა როგორც სამშობიარო სახლი, ხოლო ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულებაში სხვადასხვა პროფილის ექიმი ყოველდღე, 24 საათი თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს, შესაბამისად, დროულად და ერთ სივრცეში გადაიჭრება ნებისმიერი ის პრობლემა, რომელიც კი შეიძლება წარმოიქმნას ორსულობისა თუ მშობიარობის დროს.
დეპარტამენტი გთავაზობთ:
- ორსულობის დაგეგმვას;
- ორსულობის მართვას;
- მშობიარობასა და ახალშობილის მოვლას ერთ სივრცეში;
- ოჯახზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურას;
- ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ სამშობიარო ბლოკს;
- პროფესიონალ სამედიცინო კადრებსა და მშვიდ, უსაფრთხო გარემოს.
თუ კლინიკაში ვიზიტი დღეს გიწევდათ, შენიშნავდით, რომ დაწესებულება საზეიმოდ იყო მორთული. დიახ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი ჩაიწერა "ახალი სიცოცხლის" ისტორიაში - კერძოდ, განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
რამდენიმე თვის განმავლობაში, დედათა და ჩვილთა მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობდა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები. თანამედროვე დიზაინით გარემონტდა და განახლდა განყოფილების ინტერიერი, თითოეული პალატა აღიჭურვა ულტრათანამედროვე ინვენტარით. დერეფანი დამშვენდა ფერწერული ტილოებით.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში ყველა პალატა ორადგილიანია და აღჭურვილია სველი წერტილით, განყოფილება ასევე შედგება ერთადგილიანი ლუქს-პალატებისა და ინდივიდუალური ბლოკ-პალატებისგან.
ტრენინგი გაიარეს დეპარტამენტის მეან-გინეკოლოგებმა, ექთნებმა და ექთნის დამხმარეებმა.
კლინიკაში მელოგინე დედა იკვებება ოთხჯერ და ყველა კერძი მზადდება ენდოკრინოლოგთა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. სრული რელაქსაციისთვის, თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით, ქალბატონებს შეუძლიათ ისადილონ სამზარეულოში, რომელსაც ულამაზესი ვერანდა აქვს.
ყველა დეტალის გათვალისწინებით შექმნილია ოჯახური სიმყუდროვე და სასიამოვნო გარემო.
საზეიმო ღონისძიება
სწორედ რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგის პრეზენტაციას ეძღვნებოდა ცერემონია, რომელსაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის, ავერსის ჰოლდინგისა და კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ექიმები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ - დეპარტამენტს წარმატება და ბევრი მადლიერი პაციენტი უსურვეს კლინიკის ხელმძღვანელებმა.
სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადდა პრეზენტაციები. მეან-გინეკოლოგმა ნინო ოდიშელიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე "კლინიკის სამეანო გინეკოლოგიური სერვისები".
ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.
ცერემონია საზეიმო ვახშმით დაგვირგვინდა.
ძვირფასო ორსულებო, დადექით აღრიცხვაზე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, დაესწარით მშობელთა სკოლის გაკვეთილებს, იმშობიარეთ მულტიპროფილურ კლინიკაში - ჩვენი დახმარებით უმშვენიერეს 9 თვეს კიდევ უფრო სასიამოვნოდ, მშვიდად და უსაფრთხოდ გაატარებთ.
კლინიკა "ახალი სიცოცხლე" ყველა ორსულს ბედნიერ დედობას უსურვებს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!