კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს სკრინინგი კლინიკა ახალ სიცოცხლეში

კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს სკრინინგი კლინიკა ახალ სიცოცხლეში

50-70 წლის ასაკის ქალბატონებსა და ბატონებს ვთავაზობთ კოლორექტალური კიბოს სკრინინგს

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ რაიონის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, 50 წელს გადაცილებულებს, სთავაზობს აქციას კოლორექტალური კვლევისთვის.

სკრინინგით სარგებლობა შეუძლია მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ვერ სარგებლობს თბილისის მერიის პროგრამის ხელშეწყობით!

კლინიკის ინიციატივით, 50-70 წლის ქალებსა და მამაკაცებს უფასოდ ვთავაზობთ განავლის ანალიზს (სპეციალური ტესტი ფარულ სისხლდენაზე).

გაითვალისწინეთ!

ფარულ სისხლდენაზე განავლის გამოკვლევის წინ, აუცილებელია სათანადო მომზადება. 2-3 დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა დაიცვას გარკვეული რეკომენდაციები, სადაც აკრძალულია:

  1. მწვანე ფერის ბოსტნეულის მიღება;
  2. ჭარხალი;
  3. ბროწეული;
  4. კვერცხი;
  5. ხორცი;
  6. თევზი;
  7. პომიდორი;
  8. ვაშლი;
  9. წიწიბურა.

გამოკვლევამდე 3 დღით ადრე დაუშვებელია შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები:

  1. საფაღარათო საშუალებები;
  2. რექტალური სანთლები;
  3. საძილე ან/და დამამშვიდებელი საშუალებები;
  4. ნევროლოგიური მედიკამენტები;
  5. კაოლინი;
  6. ბარიუმის სულფატი;
  7. რკინისა და ბისმუტის შემცველი პრეპარატები;
  8. აქტივირებული ნახშირის ტაბლეტები.

ფეკალური ოკულტური სისხლის ტესტის (FOBT) ჩატარების შემდეგ, განავლის ნიმუშში ფარული სისხლდენის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდებათ პროქტოლოგის უფასო კონსულტაცია, სადაც სპეციალისტი განსაზღვრავს შემდგომი კვლევების ჩატარების საჭიროებას ან/და შეარჩევს ინდივიდუალური მკურნალობის ტაქტიკას.

კრინინგით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე: 577 059 900 ან 2 12 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!