ჭარბი წონის კუჭის ბოტოქსით დაკლება საქართველოში უკვე შესაძლებელია და მეთოდი კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ დაინერგა

ჭარბი წონის კუჭის ბოტოქსით დაკლება საქართველოში უკვე შესაძლებელია და მეთოდი კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ დაინერგა

კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი წონის კლების ერთ–ერთი ეფექტური არაქირურგიული მეთოდია.

მეცნიერთა აზრით, მისი მეშვეობით, სიმსუქნის დამარცხების კუთხით, მედიცინაში ახალი ეპოქა იწყება. 

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ჭარბი წონა და სიმსუქნე სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ქრონიკული პათოლოგიის, ერთ–ერთი მთავარი რისკ–ფაქტორია და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ამ კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკაც საკმაოდ საგანგაშოა – მსოფლიოს მასშტაბით, 1975 წლიდან სიმსუქნის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2016 წელს 1.9 მილიარდზე მეტი ზრდასრული ჭარბი წონით იტანჯებოდა, ხოლო 650 მილიონი სიმსუქნით იყო დაავადებული. ამავე ანგარიშზე დაყრდნობით, 5 წლამდე ასაკის 41 მილიონ მცირეწლოვანს არ აქვს ჯანსაღი წონა, 5–დან 19 წლამდე ასაკის 340 მილიონი ბავშვი და მოზარდი მსუქანი ან ჭარბწონიანია.

აღსანიშნავია, რომ სიმსუქნე პრევენცირებადია.

როგორ მართავენ ჭარბ წონას კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?

ჭარბი წონის დასამარცხებლად მედიცინამ საკმაოდ ეფექტური მიმართულება განავითარა; ბარიატრიული ქირურგია მედიცინის დარგია, რომელიც სხვადასხვა სახის ოპერაციულ ჩარევას გულისხმობს.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ წლებია წარმატებით ტარდება სლივ–გასტრექტომია უსისხლო, ლაპაროსკოპიული მეთოდით. კლინიკის ბარიატრიულ ქირურგებს არაერთი წარმატებული შედეგის გახსენება შეუძლიათ, მაგალითად, რამდენიმე პაციენტმა 100 კილოგრამი დაიკლო, ძალიან ბევრი კი, 60–75 კილოს დაემშვიდობა და ცხოვრებას ზედმეტი წონის გარეშე აგრძელებს.

პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ 15–დან 35 კგ–მდე წონის კლება, სლივ–გასტრექტომიის პარალელურად, კლინიკაში დანერგილია ჭარბი წონის კლების რამდენიმე მეთოდი, რომელიც ენდოსკოპიურად ტარდება (კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება და ბოტოქს–ინექცია) და ოპერაციას არ საჭიროებს.

კუჭის ბალონირებაც და ბოტოქს–ინექციაც 30–წუთიან პროცედურას წარმოადგენს და მეთოდი პაციენტს რეკომენდებული, ჯანსაღი წონის დაბრუნებაში ეხმარება.

რა არის კუჭის ბოტოქსი, რატომ არის ის მკურნალობის ეფექტური მეთოდი?

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ჭარბი წონის მქონე პაციენტებს კიდევ ერთ თანამედროვე მეთოდს – კუჭის ბოტოქსს სთავაზობს.

არავითარი ოპერაცია, საჭიროა მხოლოდ 30 წუთი და ენდოსკოპიური გზით ქირურგ–ენდოსკოპისტი კუჭის კუნთოვან შრეში ბოტოქსის ინექციას შეიყვანს.

სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და შედეგი ძალიან ეფექტური!

კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი ამბულატორიულ პროცედურას წარმოადგენს, ტარდება ხანმოკლე ანესთეზიით. ენდოსკოპიური მანიპულაციის შემდეგ პაციენტი ბინაზე ეწერება იმავე დღეს.

ბოტოქს–ინექციამდე პაციენტს ენიშნება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია) და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტის თავიდან აცილებისა და მაქსიმალური შედეგის მიღწევის მიზნით, პროცედურის შემდეგ პაციენტი დგება გასტროენტეროლოგისა და ენდოკრინოლოგის რეგულარულ აღრიცხვაზე.

რა უპირატესობით გამოირჩევა კუჭის ბოტოქსი?

  • ტარდება ამბულატორიულად – პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე;
  • უმტკივნეულოა;
  • არ საჭიროებს რეაბილიტაციას;
  • ეფექტური შედეგით გამოირჩევა;
  • აქვეითებს მადას და შიმშილის შეგრძნებას;
  • სიმსუქნით გამოწვეული დაავადებების საპრევენციო საშუალებაა;
  • არ აზიანებს კუჭის ლორწოვანს;
  • ტარდება ენდოსკოპიური წესით, რასაც წინ სდევს კუჭის ლორწოვანის დეტალური და ვიწრო სპექტრით კვლევა;
  • 15 კგ-იდან 20-კგ-მდე  დაკლებაა შესაძლებელი;
  • პაციენტი უბრუნდება ჯანსაღ წონას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!