ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში’’ ფუნქციონირებს გერმანული კომპანია Siemens -ის ციფრული, ხელოვნური ინტელექტის მქონე 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი Siemens Magnetom Vida 3T.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია მეტად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დინამიკაში დაკვირვებისთვის.
3 ტესლა მრტ თავისი მძლავრი და ინოვაციური Tim 4G არქიტექტურით იღებს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც რადიოლოგებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ უმცირესი ზომის ანატომიური სტრუქტურებიც კი, რაც ზუსტი დიაგნოზის გარანტიაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში’’ წარმოდგენილია მრტ-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი - ახალი თაობის, ხელოვნური იქნტელექტის მქონე, ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც ჩვენი კლინიკისთვის შეირჩა შემდეგი უპირატესობებისა და ინოვაციების გამო:
- Magnetom Vida აერთიანებს BioMatrix ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის ინტელექტუალურ პერსონალიზაციას.
- HyperBand ამცირებს სკანირების საერთო დროს. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მომგებიანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ უმოძრაოდ გაჩერება;
- Compressed Sensing: არის ხილვადობის ინოვაციური ტექნიკა, რომელიც რევოლუციას ახდენს სამედიცინო ვიზუალიზაციის სფეროში;
- GOBrain: Magnetom Vida 3T აერთიანებს GOBrain აპლიკაციას, რომელიც იძლევა ტვინის ყოვლისმომცველი ნევროლოგიური გამოკვლევის საშუალებას სულ რაღაც ხუთ წუთში.
- Quiet Suite ტექნოლოგია მიზნად ისახავს აკუსტიკური ხმაურის შემცირებას სკანირების დროს. იგი იყენებს ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიღწევების ერთობლიობას.
- Free-Breathing imaging ამცირებს მოძრაობის არტეფაქტებს და აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს.
- Magnetom Vida 3T მოიცავს Native Direct MR ართროგრაფიას, რომელიც იძლევა საშუალებას დამატებითი კონტრასტული აგენტების საჭიროების გარეშე მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება. ის განსაკუთრებით ღირებულია მყესებისა და ხრტილების დაზიანებების შესაფასებლად.
- TimTX TrueForm: ტექნოლოგია აძლიერებს გამოსახულების ხარისხს და ამცირებს არტეფაქტებს, განსაკუთრებით რთულ კლინიკურ შემთხვევებში, როგორიცაა მძიმე წონიანი პაციენტები ან სხეულის კონკრეტული რთულად მისადგომი რეგიონები.
- მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია (MRS): სხვადასხვა მეტაბოლიტების მიერ წარმოქმნილი სიგნალის ანალიზით ადგენს ქსოვილების ქიმიურ შემადგენლობას. ის გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას ქსოვილების მეტაბოლიზმის შესახებ. ძირითადად გამოიყენება ნეირორადიოლოგიასა და სიმსივნეების შეფასებაში.
- ფუნქციური მრტ (fMRI): გამოიყენება ტვინის ფუნქციების შესასწავლად, ადგენს სისხლში ოქსიგენაციის ცვლილებებს ტვინის აქტივობის შესამოწმებლად.
- Cardiac MRI: გულის მრტ საშუალებას იძლევა შეფასდეს გულის სტრუქტურა და ფუნქცია. იგი გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას გულის ზომების, სისხლის ნაკადის და მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ.