Toshiba Aquilion Lightning SP
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე, 160 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით. ტომოგრაფი Toshiba Aquilion Lightning SP გამოირჩევა მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობებით, უსწრაფესი სკანირების ფუნქციით.
რას ნიშნავს 160 შრე, რა დატვირთვა აქვს? 64 და 80 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფებთან შედარებით, 160 შრიანი Aquilion Lightning SP–ის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის საჭირო დრო. ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი ერთ ბრუნში მოიცავს სხეულის მეტ დიაპაზონს და შესაბამისად, წინამორბედ სისტემებთან შედარებით კვლევის მეტ არეს გაცილებით სწრაფად ფარავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კარდიოლოგიური კვლევებისთვის, გულის ერთი ციკლის გადაღების მიზნით!
აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი სკანირება მნიშვნელოვნად ამცირებს კვლევისთვის საჭირო კონტრასტის მოცულობას, ასევე ამცირებს მოძრაობის არტეფაქტებს, რადგან კვლევა ხორციელდება იმდენად სწრაფად, რომ პაციენტს სუნთქვის შეკავება ძალიან მცირე დროით უწევს – ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება გამოსახულებისა და დიაგნოსტირების ხარისხზე.
როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევაზე ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესი საკითხია ვიზუალიზების ხარისხი. ვიზუალიზებაა ერთ–ერთი ფუნქცია, რომელიც „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს, კერძოდ, Lightning SP აღჭურვილია ფართო KV (კილოვოლტი) და MA (მილიამპერი) დიაპაზონით, რაც თავის მხრივ რეგულირდება მანუალურად, ოპერატორის მიერ და ასევე ავტომატურად, Sure Exposure რეჟიმით. ეს რეჟიმი ავტომატურად, პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევს დასხივების საჭირო ინტენსივობას – მისი წყალობით კვლევა ხდება დამზოგველი, ხოლო პაციენტისთვის უსაფრთხო.
კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვილია მეოთხე თაობის AIDR 3D რეკონსტრუქციის ალგორითმით, რომელიც 75%–ით ამცირებს რადიაციულ დოზას, გამოსახულებას ამუშავებს პროგრამულად ახალი ალგორითმით, ზრდის დამუშავების პროცესის სიჩქარეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ალგორითმი ავტომატურადაა გააქტიურებული ყველა კვლევის პროტოკოლში და ამ ფუნქციებით კვლევა მარტივდება, სწრაფად და ხარისხიანად, რაც მთავარია უსაფრთხოდ მიმდინარეობს.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვილია უახლესი PUREVISION დეტექტორის ტექნოლოგიით, რაც 40%–ით ზრდის მის მგრძნობელობას. ამ ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის დახმარებით ვიღებთ უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს აქვს მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობები და ერთ–ერთია რკინის არტეფაქტების მოსაცილებელი რეჟიმი. Toshiba Aquilion Lightning SP რკინის არტეფაქტებს აშორებს სპირალური სკანირების რეჟიმში.
კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია მრავალი ანომალიისა და პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირება, გამოვლენა და პრევენცია.