Fresenius Kabi AMICUS
სისხლის ბანკი აღჭურვილია „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატით სახელწოდებით „ამიკუსი“.
ულტრათანამედროვე აპარატი საშუალებას გვაძლევს, რეციპიენტს მივაწოდოთ თრომბოციტების შემთხვევაში იმ რაოდენობის დოზა, რაც სხვა დროს რამდენიმე დონორისგან მზადდებოდა და ამისთვის მხოლოდ 200 მილილიტრი პლაზმის მოცულობაა საკმარისი.
კლინიკაში დონაცია სასარგებლოა როგორც რეციპიენტისთვის, ისე თავად დონორისთვის.
„ამიკუსის“ საშუალებით დონორი არა მხოლოდ სხვის სიცოცხლეზე ზრუნავს, არამედ საკუთარ ჯანმრთელობას იუმჯობესებს. თრომბოკონცენტრატის დამზადების პროცედურა თერაპიული პლაზმოფერეზის სეანსს უტოლდება.
ცენტრის სისხლის ბანკში გამოყენებული მეთოდები ინოვაციურია. საქართველოს კლინიკებს შორის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის კომპონენტების მისაღებად საჭირო დანადგარი ყველაზე თანამედროვეა.
სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები არის რობოტიზირებული და უაღრესად დახვეწილი. აპარატი საშუალებას იძლევა, დამზადდეს ფუნქციურად ძლიერეფექტური სისხლის კომპონენტები, კერძოდ, თრომბოკონცენტრატი და ერითროციტული მასა. ამასთან, მზადდება სისხლის პლაზმა და ღეროვანი უჯრედები.