
PLANMED CLARITY 3D
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე, ულტრათანამედროვე აპარატით - Planmed Clarity 3D, რომლის უპირატესობებია:
- ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა;
- ვიზუალიზდება ისეთი შემთხვევები, რომლებიც არ ჩანს სტანდარტული მამოგრაფიული კვლევის რეჟიმში;
- ხერხდება სარძევე ჯირკვლის ანატომიური სტრუქტურის სრული კომპოზიციის აღქმა;
- შესაძლებელია 1მმ სისქის ჭრილში, სხვადასხვა გრადუსიანი კუთხით საშუალოდ 50 კადრის გამოსახვა;
- შესაძლებელია 2მმ-მდე წარმონაქმნის აღქმა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიებზე ძუძუს კიბოს გამოვლენას.
- ძუძუს ქსოვილის კომპოზიციური და დიფერენცირებული შეფასება, ულტრამაღალი სიხშირის ბგერებით. ეს არის უსაფრთხო ნებისმიერი ასაკის და მდგომარეობის (ორსულობა) დროს.
- ძუძუს დიფერენცირებული ქსოვილების ციტოლოგიური და ქსოვილოვანი ტიპის ბიოფსიური კვლევა - დამიზნებითი (სტერეოტაქტიკული) ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით: კანის სიმსივნის ბიოფსია, რბილი ქსოვილის სიმსივნის ბიოფსია, გარეგანი ლოკალიზაციის ლ/კვანძის ბიოფსია.