გინეკოლოგიური შეთავაზება

გინეკოლოგიური შეთავაზება

კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში”

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ გინეკოლოგის კონსულტაციას და მცირე მენჯის ღრუს ან ვაგინალურ ექოსკოპიას  ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

გადაუდებლად მიმართეთ გინეკოლოგს, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • ციკლებს შორის სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს;
  • დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში;
  • გადაღლა;
  • უმიზეზოდ წონის კლება ან მადის დაკარგვა;
  • ვაგინალური დისკომფორტი ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი.

რატომ უნდა აირჩიოთ „ახალი სიცოცხლე“?!

ჩვენს კლინიკაში ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და  მშვიდად. პროფესიონალი მეან–გინეკოლოგები, რომელთაც ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ, უზრუნველყოფენ უმაღლეს სამედიცინო სერვისს. კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ის აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოზო აპარატურით, უახლესი, პრემიუმ კლასის ექოსკოპით (VOLUSON E10) , რომლის ულტრათანამედროვე რეჟიმები 2D, 3D და 4 D  უზუსტესი დიაგნოზის საწინდარია.

 

დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 

მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილილუბლიანას 29)

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ