კომპიუტერული ტომოგრაფი

კომპიუტერული ტომოგრაფი

კომპიუტერული ტომოგრაფი

32 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი -Toshiba Aquilion RXL. 

ეს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი თავის კლასში უპირობო ლიდერია. კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემებში გამოსახულების მაღალი ხარისხი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამისთვის Toshiba-მ  შეიმუშავა რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც სწორედ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კომპიუტერული ტომოგრაფია აღჭურვილი. მასში ინსტალირებულია Toshiba-ს უახლესი სისტემა AIDR - 3D (Adaptive Iterative Dose Reduction 3D), რომელიც ამცირებს დასხივების დოზას და ინარჩუნებს გამოსახულების მაღალ ხარისხს. აპარატი აღიჭურვა ახალი კტ–პერფუზიის ფუნქციით (CT Cerebral blood perfusion), რაც ფაქტობრივად განუყოფელი და მძლავრი იარაღია ჩვენი ნეიროქირურგიული  სამსახურისთვის – ისინი ინსულტის მართვის კუთხით, ამ კვლევის თანხლებით, საუკეთესო შედეგს იღებენ, მარტივად გეგმავენ შემდგომი კვლევებისა თუ მკურნალობის ტაქტიკას.