გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
წანაზარდი ქუსლზე - ტრავმატოლოგია
01 თებერვალი 2019კითხვა: გამარჯობა..გამიჩნდა ქუსლზე რამდენიმე პატარა წანაზარდი ,ქვებივით.უფრო მეტად ღამე მაწუხებს..მაქვს ოსტეოხონდროზი და მენჯბარძაყის ართროზი...არის ესეც იმათთან კავშირში?
იხილეთ პასუხიექსუდაციური პლევრიტი - პულმონოლოგია
01 თებერვალი 2019კითხვა: გამარჯობა. 2წლის წინ მქონდა ექსუდაციური პლევრიტი მარჯვენამხრივი. ჯამში 2.5 ლ სითხის ამოღება მოხდა პლევრის ღრუდან ერთი კვირის განმავლობაში. მას შემდეგ დამრჩა ტკივილი ჩასუნთქვის დროს. მარჯვენა მხარეს ვგრძნობ ტკივილს ყველა ჩასუნთქვისას. რენდგენიც გავიკეთე, ულტრასონოგრაფიაც ერთი წლის წინ, მაგრამ არაფე რი ჩანს როგორც მეუბნებიან. მაშინ რისგანაა ეს ტკივილი და რითი შეიძლება ჳუშველო.
იხილეთ პასუხიჰიდროცეფალია - ნეიროქირურგია
01 თებერვალი 2019კითხვა: თავის და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვა : - თავის ტვინის ნივთიერებაში გამოკვლევის დროისთვის მწვავე კოროვანი პათოლოგია არ დაფიქსირდა . ზომიერი გარეთა ღია ჰიდროცეფალიის ელემენტები ბიფრონტალურად , ზომიერად გამოხატული სპონდილოართროზის კტ სურათი . ამ დასკვნის მიხედვით საჭიროა თუ არა ჩავიტარო დამატებით მრტ და გამარკვიეთ მედიკონტოზურ მკურნალობას ექვემდებარება თუ ქირურგიული ჩარევაა საჭირო ?
იხილეთ პასუხიფიბროიდი - გინეკოლოგია
01 თებერვალი 2019კითხვა: გამარჯობა საკვერცხეზე მაქავს კისტაოვალური ფორმის არაერთგვაროვანი ექოშენის ჩანართიტ,სავარაუდოდ ფიბროიდი29/25მმ.მარცხენაზე 19მმფიბრინული შიგთავსით ერთეული ანტრალური ფოლიკურებით,ასეთი არის ჩემი ამ თვის 17 რიცხვში გაკეთებული ეხოსკოპია,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ეს კისტები შეილება თუ არა იყოს სიმსივნე,და დაექვემდებერება თუ არა მედიკამენტებით მკურნალობას,თუ ოპერაცია უნდა გავიკეთო?მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხიმეწაღის გულმკერდის ოპერაცია Nuss-ის მეთოდით - კარდიოლოგია
31 იანვარი 2019კითხვა: მაინტერესებს მეწაღის გულმკერდის ოპერაცია საქართველოში თუ კეთდება Nuss-ის მეთოდით, რა ღირს და აღნიშნული ოპერაციის გაკეთება თუ შეიძლება 21 წლის და მეტი ასაკის პირებზე.
იხილეთ პასუხიჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები - რჩევები
31 იანვარი 2019კითხვა: მოგესალმებით კლინიკის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს! იმედია არ დაგვზარდებით გვიპასუხოთ კითხვაზე, რაც აინტერესებს ათასობით ადამიანს. ყველამ ვიცით , თუ რამდენად პრობლემურია ადამიანების ჯანმრთელობისთვის ჰიპერტონია . მისი მურნალობის საკითხი შეეხება ადამიანთა დიდ ნაწილს. თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ აჟამად ინტერნეტით ფართოდ ვრცელდება ჰიპერტონიის სამკურნლო საშუალებათა - ჰიპერტონიუმის, ნორმალიფეს, პიპოლიფეს რეკლამა და ანტირეკლამა. ადამიანები დაბნეულები ვართ, არ ვიცით, თუ ვის ვენდოთ. ამასთან სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ვალდებულნი არიან გაარკვიონ ხალხი სდუმან. პირადად მე ვერ მივიღე მათგან საჭირო პასუხი. ვიმემ ხომ უნდა გამოიყვნოს ადამიანები ამ სიბნელიდან. ეს საკითხი უთუოდ თქვენს კვალიფიციურ პასუხს ელოდება. მრავალი ადამიანის სახელით გთხოვთ , რომ გაგვარკვიოთ, შევიძინოთ თუ არა ეს წამლები. იმასაც გეტყვით, რომ მე ჰიპერტობიუმის ერთი კურსი შევიძინე და მივიღე, მაგრან ვერ ვიტყვი კმაყოფილი ვიყო. თქვენი კომპეტეყტური პასუხი წაადგება თქვენი კლინიკის რეიტინგსაც. გამართლებული იქნებოდა ამ საკითხზე ტელეგადაცემის მოწყობა. წინასწარ გიხდით მადლობას.
იხილეთ პასუხი