გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ჰიდროცეფალია, სკოლიოზი
19 აპრილი 2018კითხვა: გამარჯობათ!21 წლის გოგოს აქვს იოლი ფორმის ჰიდროცეფალია.რა წამალი შეიძლება მიიღოს რეგულარულად ან დღეგამოშვებით?აქვს მეორე ხარისხის სკოლიოზი.რა ტიპის მასაჟებია შესაძლებელი და თუა მიზანშეწონილი მანულო თერაპია ამ ორი დაავადების დროს?
იხილეთ პასუხიოსტეოპოროზი
19 აპრილი 2018კითხვა: გამარჯობათ, 6-7 წლის წინ ჩავიტარე ასეთი გამოკვლევა-დენსიტომეტრია, დამიდგინდა ოსტეოპენია (ანუ ყვითელი ფერი უკვე წითელთან კარგად იყო მიახლოებული) და სამწუხაროდ არანაირი მკურნალობის კურსი არ ჩამიტარებია გარდა იმისა რომ ხანდახან ვვარჯიშობ ფიზიკურად და რაც შემიძლია დავდივარ ფეხით ბევრს. ეხლა ვარ 43 წლის, ვარჯიშის დროს ყველა სახსარიდან მესმის უსიამოვნო ხმები და საღამ ოს დასვენების დროს,მწოლიარე ან მჯდომიარე მდგომარეობაში როცა მოვდუნდები, მთლიანად ფეხების ძვლებში მაქვს ძალიან უსიამოვნო შეგრძნება თითქოს ძვალი მეფხანება შიგნიდან, თითქოს ვიღაც გიღიტინებს ძვლებზე, იმდენად საშინელი შეგრძნებაა რო ნერვიულ სისტემაზე გადამდის. ველოდები თქვენს რჩევას და მითითებას, მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხიმაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
19 აპრილი 2018კითხვა: გამარჯობა. მთლიანი ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება მინდა და აქცია 270 ლარად რომ გაქვთ დადებული საიტზე ძალაშია?გადასაგზავნად მჩირდება და რომელი წლის აპარატურა გაქვთ და დისკზე ჩაწერას თუ აკეთებთ მადლობთ წინასწარ
იხილეთ პასუხიენდოპროთეზირება
19 აპრილი 2018კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს მენჯ ბარძაყის ძვლის ტრანსპლატაციის ღირებულება?
იხილეთ პასუხიჰემოროიდექტომიის შემდგომი პრობლემები
19 აპრილი 2018კითხვა: მოგესალმებით,ბუასილის ოპერაცია გავიკეთე ერთი თვე და ერთი კვირა გავიდა უკვე და კუჭის მოქმედებისას ტკივილი ისევ მაქვს,ექიმი ამბობს ყველაფერი რიგზეა ჭრილობის მხრივო და მაინტერესებს რატომ მტკივა ასე ძალიან.გმდლობთ გამოხმაურებისთვის
იხილეთ პასუხისპონდილოზი, დისკოპათია
19 აპრილი 2018კითხვა: მაქვს ხერხემლის პრობლემები.მრტ ს დასკვნით მაქვს სპონდილოზი და დისკოპათია თქვენს კლინიკაში გავიკეთე.ამას ემატება უსიამოვნო ტკივილი ძვლებში თითქოს მჭამს რაღაცა შიგნით.ნეკნებში მბოჭავს.მეწვის.წონასწორობას მირევს. თავბრუ.საფეთქელთან მტოკავს ხანდახან.თავში მაწვება რაღაც და პულსაციის შეგრძნება.მიშლის ხელს ყველანაირად.მირჩიეთ რამე
იხილეთ პასუხი