სპონდილოზი, დისკოპათია

კითხვა: მაქვს ხერხემლის პრობლემები.მრტ ს დასკვნით მაქვს სპონდილოზი და დისკოპათია თქვენს კლინიკაში გავიკეთე.ამას ემატება უსიამოვნო ტკივილი ძვლებში თითქოს მჭამს რაღაცა შიგნით.ნეკნებში მბოჭავს.მეწვის.წონასწორობას მირევს. თავბრუ.საფეთქელთან მტოკავს ხანდახან.თავში მაწვება რაღაც და პულსაციის შეგრძნება.მიშლის ხელს ყველანაირად.მირჩიეთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით,დისკოპათია კრებითი სახელია მალთაშუა დისკის პათოლოგიური მდგომარეობის. დისკოპათიების სახელწოდების ქვეშ პირობითად ერთიანდება: დისკოზი, ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, მალთაშუა თიაქარი, რადიკულიტი. ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების (კალციფინატების) წარმოქმნა, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ოსტეოქონდროზის ერთ–ერთი გამოვლინებაა დისკოპათია, რომელსაც შეცდომით დისკოზს უწოდებენ. ამ შემთხვევაში ზიანდება მალათაშუა დისკი. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს დისკოპათიური თიაქარი ან დისკის ნაწილის ფრაგმენტაცია ანუ სეკვესტრაცია. რაც შეეხება სპონდილოზს, იგი ხერხემალში მიმდინარე დისტროფიული პროცესია, რომელიც, ხერხემლის ოსტეოქონდროზისაგან განსხვავებით, იწყება ფიბროზული რგოლის გარე ნაწილებიდან და რენტგენოგრამებზე ვლინდება კიდეებზე ძვლოვანი წანაზარდებით (ოსტეოფიტებით). ეს წანაზარდები გარს აკრავს მალთაშუა დისკს. მალთაშუა დისკის სიდიდე სპონდილოზის დროს არ იცვლება. მალების სხეულების კონტურები ხერხემლის სპონდილოზის დროს უცვლელია. სპონდილოზი ძირითადად ლოკალიზდება ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილში. შედარებით იშვიათად სპონდილოზი შეიძლება დაფიქსირდეს ხერხემლის სვეტის წელისა და კისრის ნაწილებში. თქვენი სიმპტომები შესაძლოა სწორედ ამ პათოლოგიას უკავშირდებოდეს, თუმცა საჭიროა ამის დადასტურება.
ამიტომ, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. რთულია დისტანციურად ზუსტად გაგცეთ თქვენზე მორგებული კომპეტენტური პასუხი. როგორც აღნიშნავთ ჩვენს კლინიკაში გაიკეთეთ კვლევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ჩააყენეთ საქმის კურსში და დაგეგმეთ ვიზიტი მასთან. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა