გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
წელის ტკივილი
06 მაისი 2018კითხვა: მოგესალმებით. მაწუხებს მარჯვენა მხარეს წელი თუ თირკმელი არ ვიცი, მითუმეტეს მაშინ, როცა ვიხრები რამის ასაღებად ან ვარჯიშის დროს. ასევე მარჯვენა მენჯის არეში ვგრძნობ მუდმივ ტკივილს არა, პერიოდულს. მარჯვენა ხელს რამოდენიმე თვეა ბოლომდე ვერ ვშლი გაუსაძლისი ტკივილი მაქვს ვარჯიშის დროს კუნთთან, ფეხის ძირები მიბჟუის. ხერხემლის ექიმს უნდა მივმართო თუ თირკმელები გამოვიკვლიო პირველ ეტაპზე?
იხილეთ პასუხიმარტივი ჰერპესის ვირუსი
06 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა.ჩემს 8 წლის გოგონას გაუჩნდა გამონაყარი ტუჩზე,სითხით სავსე ბუშტუკები,ირგვლივ აქვს სიწითლე.რა კრემი შემიძლია ვახმარო?ჰერპესიც უჩნდება ხოლმე,მაგრამ ეს უფრო მრავლად არის.მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხიქორიონული გონადოტროპინი
06 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩემი წერილი. მე და ჩემს შეყვარებულს 9 აპრილს გვქონდა სექსუალური ურთიერთობა, ოღონდ ასო მის ვაგინაში არ მომითავსებია,ქალიშვილი იყო მაშინ, შემდეგ 14 აპრილსაც იგივე განმეორდა, უბრალოდ მის კლიტორზე ვუსმევდი ასოს, და შემდეგ პრეზერვატივის საშუალებით გვქონდა პირველი სექსი. 18 აპრილს ჰქონდა მენსტრუაცია. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გვქონდა სექსი, მაგრამ 28 აპრილს ასოს ვაგინაში მოთავსებისას გაიხა პრეზერვატივი, ღრმად არ მქონდა მოთავსებული ასო და სწრაფადვე გამოვიღე, შემდეგ პარტნიორმა კარგად გამოიბანა ვაგინა. ძალიან გვეშინია დაორსულების, გთხოვთ გვითხრათ რამდენად არის შესაძლებელი რო პარტნიორი დაორსულებულიყო? და კიდევ ქორიონული გონადოტროპინის შესახებ სისხლის ანალიზი ხომ გვიჩვენებს და როდის არის სისხლის ანალიზის გაკეთება მიზანშეწონილი? რომ უშეცდომო პასუხი მივიღოთ? თარიღები გაითვალისწინეთ ძალიან გთხოვთ და დაგვეხმარეთ
იხილეთ პასუხიმენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზია
06 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა,ჩემი ბიჭი რვა წლისაა,დაიწყო კოჭლობა რამდენიმე დღის წინ,დაუდგინეს მენჯ ბარძაყის დისპლაზია,დაუნიშნეს ცურვა,მასაჯი...რამდენად განკურნებადია ეს და გაუვლის თუ არა კოჭლობა?
იხილეთ პასუხიანტენატალური პროგრამა
06 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა ვარ ორსული თან სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს და რა შეღავათები მეკუთვნის?
იხილეთ პასუხიქვემო კიდურების შეშუპება
06 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა. უკვე მესამე დღეა რაც შემიშუპდა ქვემო კიდურები (კოჭის არეში) .დღეს დამეწყო ტკივილი, გამიჭირდა სიარულიც ტკივილის გამო. და მაქვს სიწითლე. 3 დღის წინ დავიწყე ვარჯიშებიც.შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს ამითიც?
იხილეთ პასუხი