მოგესალმებით!
დისტანციურად პასუხის გაცემა რთულია, თუმცა შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია .
მარტივი ჰერპესი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა.
სიტყვა “ჰერპესი” ბერძნულად მცოცავს ნიშნავს, რაც ზუსტად ასახავს დაავადების მიმდინარეობას. ვირუსი ერთი უჯრედიდან მეორეზე გადაცოცდება და გენურ აპარატში ინერგება. ჰერპესვირუსები დიდ ოჯახს ქმნიან.
ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი ნერვულ დაბოლოებებში სახლდება და მშვიდობიანად ცხოვრობს იქ, სანამ იმუნური სისტემა არ დასუსტდება.
მარტივი ჰერპესი ტუჩებზე წვრილი ბუშტუკებით იწყება, წინ უძღვის ქავილი, წვა, სუსტი ტკივილი. ლორწოვან გარსზე ბუშტუკები რამდენიმე საათიდან 1-3 დღემდე რჩება, ხოლო კანზე - ერთ კვირამდე. ისინი თანდათან შრება, ხმება და ქერქით იფარება. ბოლოს ქერქიც ძვრება და ვარდისფერ ლაქას ტოვებს, თუმცა დროთა განმავლობაში ისიც გაივლის.
ჰერპესის გამწვავების დროს ორგანიზმის საერთო მდგომარეობა უმეტესად უცვლელი რჩება, თუმცა შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, დიარეა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.ჩემს 8 წლის გოგონას გაუჩნდა გამონაყარი ტუჩზე,სითხით სავსე ბუშტუკები,ირგვლივ აქვს სიწითლე.რა კრემი შემიძლია ვახმარო?ჰერპესიც უჩნდება ხოლმე,მაგრამ ეს უფრო მრავლად არის.მადლობა წინასწარ.
პასუხი: