გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ვიზიტი ტრავმატოლოგთან
02 ივნისი 2018კითხვა: ფეხი მივარტყი მაგიდას და მაქვს სიმძიმის შეგრძნება, რას მირჩევთ
იხილეთ პასუხიშეკრულობა
02 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა მაწუხებს კუჭის შეკრულობაა სასწრაფოთი წამიყვანეს კუჭი გამომირეცხეს და დღეს ისევ ასე ვარ რა არის საშველი იქნებ დამეხმაროთ ოპერაცია ხოარ დამჭირდება?
იხილეთ პასუხივაგინიტი, საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა
02 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა.გილოცავთ დღევანდელ დღეს.საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა მენოპაუზის ფონზე ვაგინითი..ექვემდებარება მკურნალობას თუ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა...ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩავიტარე---საშვილოსნო მსხლისებრი ფორმის,გადახრილია უკან,ზომით 65*53*62მმ,მიომეტრიუმი 18მმ.დაქვეითებული ექოგენების,არაერთგვაროვანი,მარცლოვანი,კონტური სწორი.საშვილოსნოს ფუძეში აღენიშნება ინტრამურალურ-სუბსეროზული ლოკალიზაციის ჰეტეროგენული სტრუქტურის,არამკაფიოდ კონტურირებული მიომატოზური კვანძი,ზომით 24*22*23მმ.აგრეთვე წინა კედელზე აღინიშნება ჰეტეროგენული სტრუქტურის,არამკაფიოდ კონტურირებული ინტრამურალურ-სუბსეროზული ლოკალიზაციის მიომატოზური კვანძი,ზომით 36*35*40მმ.M-ექო-4მმ,შეესაბამება მენოპაუზას.საშვილოსნოს ღრუ თავისუფალია.ყელი 28 მარცვლოვანი ერთგვაროვანი,ყელის არხი დახურულია.დუგლასის ფოსოში სითხე არ არის.გმადლობთ
იხილეთ პასუხიოსტეომა, დორსალგია, ჰიპერმობილობის სინდრომი
02 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა, ერთი თვის წინ რენტგენური კვლევის შედეგად დამიდგინეს მარჯვენა მხარეს, შუბლის წიაღის ზემო კედლის არეში მცირე ზომის ოსტეომა. ჰაიმორის ღრუები თავისუფალია, სამწვერა ნერვის ანთება გამოკვლეული და ლოკალიზებულია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ორი წლის წინ, რევმატოლოგიური გამოკვლევებით შემდეგი დიაგნოზები დამიდგინდა: ართრალგია, დორსალგია, სახსრების ჰიპერმობილობა. მაინტერესებს, ეს დაავადებები რაიმე კავშირშია თუ არა წარმოქმნილ ოსტეომასთან, და იწვევს თუ არა ეს ოსტეომა თავის ტკივილებს, რადგან უკვე სამი წელია თავის ზედმეტად ხშირი ტკივილები მაწუხებს რაც ბოლო დროს უფრო გაუარესდა, და გამაყუჩებლებს უკვე აღარ ექვემდებარება. წინასწარ მადლობას გიხდით. გთხოვთ დამეხმაროთ .
იხილეთ პასუხიკონიუნქტივიტი
02 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა. ერთი თვის წინ თვალები გამიწითლდა და მეწვოდა ვიმკურნალე ტობრადესის წვეთებით და მალამოთი მომირჩა.ეხლა რამდენიმე დღეა ცალი თვალი მეცრემლება მირჩიეთ რამე გთხოვთ.
იხილეთ პასუხი