მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ოსტეომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომლის ძირითადი კლინიკური სიმპტომიცაა, თანდათანობითი მზარდი ტკივილი დაზიანების ზონაში, რომელიც ჩნდება ან ძლიერდება ღამის საათებში. დაზიანებულ მიდამოში აღინიშნება ქსოვილების შეშუპება და კანის ტემპერატურის მომატება. კეთილთვისებიანი სიმსივნეებისთვის დამახასიათებელია განვითარების ხანგრძლივი პერიოდი. ამ დროს, ჩვეულებრივ, ტკივილები არ არის ან ატარებენ არამუდმივ, ზომიერ ხასიათს. გამონაკლისს წარმოადგენს ოსტეოიდური ოსტეომა, რომლის დროსაც დაზიანების კერაში არსებული და მომიჯნავე სახსრებში ირადირებული ძლიერი ტკივილები წარმოადგენენ დაავადების ადრეულ სიმპტომს.
მკურნალობა ოპერაციულია – ძვლის დაზიანებული ნაწილის რეზექცია, თუმცა ყველა შემთხვევაში გასათვალსიწინებელია ონკოლოგის რეკომენდაცია.
ყველა საკითხის დაზუსტებისა და შემდგომი გეგმის დასახვისათვის უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ნეიროქირურგთან.
დორსალგია ეს არის ხერხემლის ამა თუ იმ მიზეზით (ყველაზე ხშირად ოსტეოქონდროზი) დაზიანების შემდგომ გაჩენილი წელის არის ტკივილი, რომელსაც თან სდევს კიდურთა კუნთების ტონუსის მყარი, პათოლოგიური მატება.
ჰიპერმობილობის სინდრომი ნიშნავს იმას, რომ გრძელი იოგოვანი აპარატის გამო მომატებულია სახსარში მოძრაობის უნარი, ეს გენეტიკურად განპირობებული თავისებურებაა, რომელიც ცვლის სახსართა მოძრაობის უნარს. აუცილებელია, გარკვეული რეკომენდაციათა გათვალისწინება, კერძოდ ასეთი სახსრის მქონე პაციენტი უნდა ერიდოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზაში ყოფნას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ზოგადად თავის ტკივილის გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ თქვენს შემთხვევაში ეს სიმპტომი შესაძლოა უკავშირდებოდეს ოსტეომით გამოწვეულ პათოლოგიას.
მკურნალობის შედეგს პირდაპირ განსაზღვრავს დროულად დაწყებული მკურნალობა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოზი კეთილსაიმედოა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ ნევროლოგისა და ნეიროქირურგის უფასო კონსულტაციებს, საჭირო კლინიკური კვლევების შემდეგ, დადგინდება თქვენი ჩივილების გამომწვევი, ზუსტი მიზეზი, ამის შემდეგ კი, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის ონკოლოგი და ყბა–სახის ქირურგი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტების განხორციელება.
ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ერთი თვის წინ რენტგენური კვლევის შედეგად დამიდგინეს მარჯვენა მხარეს, შუბლის წიაღის ზემო კედლის არეში მცირე ზომის ოსტეომა. ჰაიმორის ღრუები თავისუფალია, სამწვერა ნერვის ანთება გამოკვლეული და ლოკალიზებულია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ორი წლის წინ, რევმატოლოგიური გამოკვლევებით შემდეგი დიაგნოზები დამიდგინდა: ართრალგია, დორსალგია, სახსრების ჰიპერმობილობა. მაინტერესებს, ეს დაავადებები რაიმე კავშირშია თუ არა წარმოქმნილ ოსტეომასთან, და იწვევს თუ არა ეს ოსტეომა თავის ტკივილებს, რადგან უკვე სამი წელია თავის ზედმეტად ხშირი ტკივილები მაწუხებს რაც ბოლო დროს უფრო გაუარესდა, და გამაყუჩებლებს უკვე აღარ ექვემდებარება. წინასწარ მადლობას გიხდით. გთხოვთ დამეხმაროთ .
პასუხი: