მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც იწვევს გამონადენს, ქავილს და ტკივილს. ხშირი მიზეზებია საშოს მიკროფლორის ბალანსის დარღვევა და ინფექცია. ვაგინიტი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის დაქვეითებამ.
ყველაზე ხშირი ფორმებია:
● ბაქტერიული ვაგინოზი, რომელიც ვითარდება საშოში ნორმაში არსებული რომელიმე მიკროორგანიზმის ჭარბი ზრდის შედეგად;
● სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძირითადად Candida Albicans სოკოთი არიან გამოწვეული;
● ტრიქომონიაზი, რომელიც გამოწვეულია პარაზიტით და გადაეცემა სქესობრივი გზით;
● ატროფიული ვაგინიტი, რომელიც გამოწვეულია მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის დაქვეითებით.
მკურნალობა დამოკიდებულია ვაგინიტის ფორმაზე.
რაც შეეხება მიომას, საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება. მას მკვრივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და, ავთვისებიანი სიმსივნისგან განსხვავებით, გარშემომყოფი ქსოვილებისგან გამოყოფილია.
მიომური კვანძების წარმოშობის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. ხელშემწყობი ფაქტორებიდან კი აღსანიშნავია: ორგანიზმში პროგესტერონის დეფიციტი და ესტროგენული ჰორმონების სიჭარბე.
საშვილოსნოს მიომის დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება კვლევის დამატებითი მეთოდები:
● ვაგინურ–აბდომინური ექოსკოპია;
● მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
● ჰისტეროსკოპია (საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება სპეციალური აპარატით).
მიომის მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია - მიომის კვანძის ემბოლიზება, ანუ იმ სისხლძარღვების ბლოკირება, რომლებიც ამ წარმონაქმნს კვებავს. ემბოლიზების შედეგად მიომის ქსოვილი კვდება და აღარ იზრდება.
ჩვენს კლინიკაში კეთდება საშვილოსნოსშიდა ქირურგიული ოპერაცია ენდოსკოპიური მეთოდით, ანუ ჰისტეროსკოპია და ჰისტერორეზექტოსკოპია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, სადაც ექიმი შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.გილოცავთ დღევანდელ დღეს.საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა მენოპაუზის ფონზე ვაგინითი..ექვემდებარება მკურნალობას თუ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა...ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩავიტარე---საშვილოსნო მსხლისებრი ფორმის,გადახრილია უკან,ზომით 65*53*62მმ,მიომეტრიუმი 18მმ.დაქვეითებული ექოგენების,არაერთგვაროვანი,მარცლოვანი,კონტური სწორი.საშვილოსნოს ფუძეში აღენიშნება ინტრამურალურ-სუბსეროზული ლოკალიზაციის ჰეტეროგენული სტრუქტურის,არამკაფიოდ კონტურირებული მიომატოზური კვანძი,ზომით 24*22*23მმ.აგრეთვე წინა კედელზე აღინიშნება ჰეტეროგენული სტრუქტურის,არამკაფიოდ კონტურირებული ინტრამურალურ-სუბსეროზული ლოკალიზაციის მიომატოზური კვანძი,ზომით 36*35*40მმ.M-ექო-4მმ,შეესაბამება მენოპაუზას.საშვილოსნოს ღრუ თავისუფალია.ყელი 28 მარცვლოვანი ერთგვაროვანი,ყელის არხი დახურულია.დუგლასის ფოსოში სითხე არ არის.გმადლობთ
პასუხი: