გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
აქცია
11 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს კიდე მოქმედებს აქცია ტომოგრაფიულ კვლევაზე მთლიანი ხერხემლის შემთხვევაში?
იხილეთ პასუხიჩუტყვავილა
11 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა ჩემს მეუღლეს (29წლის) 1 თვის წინ ქონდა ჩუტყვავილა, დარჩა სახეზე ე.წ ღრმულები, როგორც ვიცი ლაქების გაქრობას ჩუტყვავილის შემდეგ 2-3 თვე ჭირდება, მაგრამ ღრმულები დარჩება. ახლახან გავიგე რომ არსებობს წამალი მალამო რომლითაც შეიძლება ეს ღრმულები შეივსოს, თქვენ რას მირჩევთ? ან რომელი წამალია ეფექტური რომ მითხრათ
იხილეთ პასუხიპრეპარატი ბაგა
11 ივნისი 2018კითხვა: მოგესალმებით,პრეპარატი-,,ბაგა,, დაგვინიშნა ნევროპათოლოგმა 6-7 წლის ბავშვისთვის და რომ ამიხსნათ კონკრეტულად რა მიმართულებით მოქმედებს? გმადლობთ
იხილეთ პასუხიმელენა
11 ივნისი 2018კითხვა: 5 წლის წინ, 21 წლის ასაკში, მქონდა მელენა. 2-ჯერ გავიკეთე გასტროსკოპია. არ აღმოჩნდა არაფერი. ჰემოგლობინი, რკინა - ნორმაში იყო. განავლის ანალიზმა აჩვენა, როგორც ექიმმა მითხრა, ძალიან მცირე რაოდენობით სისხლი. (რაც შეიძლება წინა დღეს ნაჭამ თევზს,ან ბუასილს გამოეწვია). ჩავიტარე კოლონოსკოპია. პასუხი იყო ასეთი: სიგმოიდური კოლინჯის პროქსიმალურ ნაწილში მცირე ზომის პოლიპია 0,3–0,4 სმ, სადა ზედაპირით, მრგვალი ფორმის. (ექიმის თქმით შეიძლება ანთებითი პროცესი ყოფილიყო, არ იყო დარწმუნებული იყო თუ არა პოლიპი). იმის მერე არაფერს შევუწუხებივარ. არც მელენა მქონია. მაინც ძალიან ვნერვიულობ. კონტროლის, გადამოწმების, ერთადერთი საშუალება კოლონოსკოპიაა? რეკომენდირებულია თუ არა ჩემთვის ეს პროცედურა?
იხილეთ პასუხიმუცლის შებერვა
11 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა.ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ..წონაში მომატებული არვარ მაგრამ მუცლის მოცულობა აშკარად გამეზარდა..შეიძლება საყლაპავის თიაქარმა გამოიწვიოს მსგავსი რამ?
იხილეთ პასუხიჰისტერექტომია
11 ივნისი 2018კითხვა: ერთი თვის წინ გავიკეთე ოპერაცია ამოვიღე საშვილოსნო, ორი კვირის მერე დამეწყო წელის ტკივილი ძალიან მიჭირს გვერდზე გადაბრუნება და სკამიდან ადგომა გთხოვთ მიპასუხეთ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. წინასწარ გიხდით მადლობას
იხილეთ პასუხი