გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ძუძუთი კვება ორსულობისას
14 ივნისი 2018კითხვა: მოგესალმები ,მყავს 11 თვის გოგონა რომელიც იკვებება ძუძუთი და ახლა გავიგე რომ ვარ ორსულად ,და გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. მადლობა
იხილეთ პასუხივენური უკმარისობა
14 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა, საშინლად მტკივა ფეხები და მაქვს ვენების უკმარისობა, გადაღლა სიმძიმე მიღებული მაქვს წამლები და ისევ მაწუხებს შედეგი არ მაქვს, და იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?
იხილეთ პასუხივიზიტი გინეკოლოგთან
14 ივნისი 2018კითხვა: მოგესალმებით! მშობიარობის შემდეგ დამრჩა თეთრი ფერის გამონადენი და როგორ შეიძლება ამის მკურნალობა? საკმაოდ დიდ დისკომფორტს მიქმნის...
იხილეთ პასუხიჰიპერტენზია
14 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა. მადლობა ამ საშუალებისათვის. გთხოვთ მჭირდება თქვენი რჩევა. უკვე 3 წელია მაქვს მაღალი წნევა. ხშირად 170/100 და უფრო მაღალი. უამრავი რამ ვცადე. ვიარე ექიმთან. ჩავიტარე გარკვეული კვლევები.რაიონში.არ მაქვს საშუალება ძვირადღირებული კვლევის ჩატარების.ახლა ვსვამ თვითნებურად წამლებს. უფრო ხშირად snap. H ა.შ.კლოფელინს.თუმცა რეგულარული მიღების შემდეგ წნევა მივარდება. მაქვს თავის გაცხელების შეგრძნება. თუმცა დააკვირდი და უფრო მეტად ემოციურად დატვირთვის შემდეგ მემართება.სკოლაში 1.2 გაკვეთილი კარგად ვარ შემდეგ მიწევს მაღლა.არ ვიცი როგორ მოვიქცე. იქნებ მირჩიოთ რამე. კონკრეტული კვლევა ან მედიკამენტი. ისე არ მაქვს საშუალება და ვფიქრობ ასე კარგად ვერ დაასრულებს. მადლობელი ვიქნები თუ გულისხმიერად მოეკიდებით ჩემს თხოვნას. ექიმთან ვიზიტი უკვე იქცა აუტანელი პროცედურად. იქ რიგები და ფორმალობა უარესად მხდის.
იხილეთ პასუხიხშირი შარდვა
14 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა ! მყავს 7 წლის ბიჭი, 8 თვეა რაც სვამს ფინლეფსინს, ოთხი თვეა აქვს ხშირი შარდვა, ცოტას შარდავს, შარდის ანალიზი ავუღეთ და ექოსკოპია გადავუღე, დაფიქსირდა ინფექცია და მცირე ნალექი თირკმელში, რჩებოდა ნარჩენი შარდიც, ვუმკურნალე აღნიშნული მიზეზით და ხელმეორე გადამოწმების შემდეგ ალაგებული იყო ეს პრობლემები , მაგრამ ხშირად შარდავს მაინც. უროლოგმა მითხრა ეს ფინლეფსინის გამო იქნებაო , თუ ასე გაგრძელდა და წამალი არ შევცვალეთ ეს არ დაუზიანებს შარდ- სასქესო სისტემას?
იხილეთ პასუხილიმფური ჯირკვლები ბავშვებში
14 ივნისი 2018კითხვა: ჩემს 4 წლის ბავშვს ყურთან აქვს ჯირკვალი ერთ თვეზე მეტია რა შეიძლება იყოს? ტომოგრაფია გავუკეთეთ ზუსტი პასუხი ვერ გვითხრეს
იხილეთ პასუხი