ვიზიტი გინეკოლოგთან

კითხვა: მოგესალმებით! მშობიარობის შემდეგ დამრჩა თეთრი ფერის გამონადენი და როგორ შეიძლება ამის მკურნალობა? საკმაოდ დიდ დისკომფორტს მიქმნის...
პასუხი:

მოგესალმებით,

ზოგადად, საშოდან ანომალური გამონადენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ინფექციის ნიშანია. ხშირად ინფექცია ისეთი რამითაა გამოწვეული, რაც საშოში არსებული ბაქტერიის ან საფუარას ბუნებრივ ბალანსს არღვევს, მაგალითად საშოს შიგნიდან დაბანა, ან ინფექციის შეძენის მეორე გზა სქესობრივი კავშირია.

ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

● რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს;

● ბაქტერიული ვაგინოზი - საშოს ბაქტერიული ინფექცია;

● გენიტალური ჰერპესი -  მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია.

არომატული საპნების, ქაფიანი აბაზანების და საშხაპე გელების ზედმეტმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანომალური გამონადენი საშოდან.

ამიტომ გირჩევთ, არ გამოიყენოთ დაბანისას რაიმე ძლიერ არომატული საშუალები. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, რომ ფრთხილად დაიბანოთ გენიტალიების გარშემო ადგილები.

თქვენს შემთხვევაში, თუ რა არის გამონადენის გამომწვევი მიზეზი,  დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ამიტომ, შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებს, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა