ლიმფური ჯირკვლები ბავშვებში

კითხვა: ჩემს 4 წლის ბავშვს ყურთან აქვს ჯირკვალი ერთ თვეზე მეტია რა შეიძლება იყოს? ტომოგრაფია გავუკეთეთ ზუსტი პასუხი ვერ გვითხრეს
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან, მთავარი როლი ლიმფური ჯირკვლების გადიდების მიზეზის დადგენისას ენიჭება პედიატრს, რადგანაც, ბავშვებში ეს უმთავრესად დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან.
აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება. ჩივილები, მაგალითად: ადგილობრივად მტკივნეულია თუ არა ჯირკვლები, თუ აღინიშნება ტემპერატურის მომატება ან სხვა ჩივილების არსებობა.
ანამნეზში გასათვალისწინებელია: გადატანილი ინფექციური დაავადებები, კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება, ზუსტი ადგილმდებარეობა - ცალმხრივია თუ ორმხრივი და ა.შ.
უშუალო გასინჯვისას: ზომები, კონსისტენცია ( ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია), შერწყმულია თუ არა ერთმანეთთან და ა.შ.
ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზაცია უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად ულტრაბგერითი გამოკვლევით, ასევე სისხლის საერთო ანალიზი, ყოველივე ამის შემდეგ, თუ მკურნალობის, ანტიბიოტიკოთერაპიის ორივენაირი კურსის ჩატარების, კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის სურათი უკეთესობისკენ არ იცვლება, საჭიროა სხვა სპეციალისტთა დახმარებაც - კერძოდ, ინფექციონისტის, იმუნოლოგის, ონკოჰემატოლოგის.
გირჩევთ მიმართოთ პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა