შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური აქცია

02 აგვისტო 2018

კითხვა: გამარჯობა. ვარ 25 წლის გოგო. და წლებია დღემდე მაწუხებს სახეზე გამონაყარი აკნე. ასევე ვარ ძალიან ჭარბთმიანი . არასდროს ვყოფილვარ ექიმთან. მხოლოდ მაზებით ვმკურნალობდი გარეგნულად. ვფიქრობ რომ ჰორმონალურია ეს ყველაფერი და მაინტერესებს ენდოკრინოლოგს მივმართო თუ გინეკოლოგს ? ფარისებრი TSH ნორმაშიმაქვს შაქარიც არმაქვს . შარდის და სისხლის ანალიზიც კარგი მაქვს ყველანაირი კვლევა ჩავიტარე ჰორმონების გარდა და თქვენ რას მირჩევთ ?

იხილეთ პასუხი

ტონზილექტომია

02 აგვისტო 2018

კითხვა: გამარჯობა.მყავს 9 წლის ბიჭი რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება გლანდების და პოლიპების ოპერაცია.გორში არ მინდა გავუკეთო გარკვეული მიზეზების გამო ოპერაცია და თქვენთან რომ გავაკეთოთ საყოველთაო დაზღვევით რამდენი იქნება ოპერაციის ღირებულება?

იხილეთ პასუხი

ვიზიტი ნევროლოგთან

02 აგვისტო 2018

კითხვა: გამარჯობა. ასეთი ჩივილი მაქვს,მარჯვენა მხარეს საზარდულთან მაქვს წვა თითქოს ძვალი მეწვის,წვა მაქვს და ტკივილი ისეთი ძლიერი ქუსლამდე მეწვის მთლიანი ფეხი, ტკივილის დროს შეგრძნება მარჯვენა საჯდომთან ისეთი მაქვს თითქოს დაბუჟებული. თითქმის ყველაფერი გამოვიკვლიე აღარ ვიცი ვის მივმართო. იქნებ დამეხმაროთ და სწორი მიმართულება მომცეთ ვის მივმართო ქირურგს თუ ეხება ესეთი ტიპის პრობლემა,გთხოვთ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ჩემს წერილს.წინანსწარ გმადლობთ ყურადღებისთვის

იხილეთ პასუხი

შეხორცებითი დაავადება

02 აგვისტო 2018

კითხვა: მაქვს შეხორცებითი დაავადება.სამჯერ ვარ ნაოპერაციები.მაქვს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში პერიოდულად.როგორ მოვიქცე?

იხილეთ პასუხი

ნაღვლის ბუშტის პრობლემები

02 აგვისტო 2018

კითხვა: გამარჯობა ავერსის კლინიკაში გავიკეთე ულტრაბგერითი გამოკვლევა მუცლის ღრუს დამიდგინდა ნაღვლის ბუშტის პრობლემა ნაღვლის ბუშტი ნაწილობრივ შეკუმშული[პაციენტი არის ნასაუზმევი] დეფორმაციის გარეშე.კედლის სისქე 5მმ.ლორწოვანი რელიეფი სადა.შიგთავსი არაჰომოგენური.ღრუში ისახება ბილიარული ნალექი მცირე რაოდენობით -იხ.ექოგრამა.კონკრემენტი არ ფიქსირდება. პანკრეასი.ზომით თავი 34მმ[ N<30მმ]სხეული18მმ[N<21მმ]კუდი35მმ[N<288მმ]კონტურები სწორი სტრუქტურა არაეთგვაროვანი,ექოგენობა მომატებული ,ვირსუნგის სადინარი არ არის გაგანიერებული გთხოვთ მიპუსუხოთ როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ თითქმის ვერაფერს ვჭამ ყველაფერი ვნებს და ტკივილები მაწუხებს მუცლის ღრუში თუ არ მიპასუხებთ მაგაზეც არ დამწყდება გული ასევე დამიდგინდა პრობლემები პროსტატაზე

იხილეთ პასუხი

ინტრაკრანიული ჰიპერტენზია

02 აგვისტო 2018

კითხვა: გამარჯობა, რა გზით დავადგინო მაქვს თუ არა შიდა ქალის წნევა?

იხილეთ პასუხი