გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ენდომეტრიოზი
23 აგვისტო 2018კითხვა: მოგესალმებით, თქვენთან ასეთი შეკითხვა მაქვს, ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება როგორ ხდება ამ დაავადებას რაიმე სპეციალური გამოკვლევა სჭირდება? რამდენად რთული დაავადებაა და მედიკამენტებით მკურნალობა შესაძლებელი არის? მადლობა
იხილეთ პასუხიტვინის შერყევა
23 აგვისტო 2018კითხვა: 5 დღის უკან მივიღე ტვინის შერყევა მაინტერესებს სამსახურში გასვლა რამდენი დღიდანაა შესაძლებელი
იხილეთ პასუხიმუცლის ღრუს CT კვლევა
23 აგვისტო 2018კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს მუცლის ღრუს კატე კვლევა მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე ეჭვს გამორიცხავს ასი პროცენტით თუ საჭიროა კოლონოსკოპიის გაკეთება თუ შეგიძლიათ მითხრათ
იხილეთ პასუხიკოლიტი, ბოყინი
23 აგვისტო 2018კითხვა: გამარჯობა. ჩემი ოჯახის წევრს წლებია აწუხებს ბოყინი, გავს სპაზმურ შეტევას დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოსდის და თუ შეტევის მომხსნელი პრეპარატი არ მიიღო ისე პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს. ჩართული გვყავს გასტროენტეროლოგი და ნევროპათოლოგი. საქმე იმაშია, რომ როცა მკურნალობის კურსი მთავრდება გარკვეული პერიოდის შემდეგ შეტევა უძლიერდება, ანუ მედიკამენტების დახმარებით კურსის პერიოდში უნელდება სრულიად არ ეკარგება ბოყინი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანია. მაქვს შეკითხვა რა ტიპის დაავადება ეს და არის თუ არა რამე მეთოდი-გამოსავალი, რომელიც სრულიად მოაშორებს ამ დაავადებას. აქვე ავღნიშნავ, რომ აქვს თორმეტგოჯაზე წყლული, გაკეთებული აქვს ოპერაციაც, ახასიათებს კოლიტი და ბოყინი ამის შედეგია თუ სხვა რამეა კიდევ გამომწვევი მიზეზი. არის ნამკურნალევი აგრეთვე ტუბერკულიოზზე და შესაძლებელი ხომ არ არის ასეთი მკურნალობის მედიკამენტებს გამოეწვია ეს დაავადებები, რაზეც გვაქვს ეჭვი. ველით თქვენს რეკომენდაციებს. წინასწარ გიხდით მადლობას.
იხილეთ პასუხიკისრის ოსტეოქონდროზი
23 აგვისტო 2018კითხვა: მოგესალმებით,ნევროლოგმა მითხრა კისრის ოსტეოქონდროზი გაქვსო,გადავიღე რედგენი კისრის მალებზე და ასეთი შედეგია:ლორდოზი-გამოხატული,მალების სხეულების სტრუქტურა-ც4-ც7 წინა ზედა კუთხეები წაკვეთილია,მეშვიდე მალის განივი მორჩები-ორივე მხარეს რამდენადმე ჰიპერტროფირებულია,ასეთი ცვლილებაა,რას ნიშნავს ეს ,მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს საგანგაშოდ?დანარჩენი ყველაფერი ნორმის ფარგლებშია რედგენის გადაღებისას,ამ შემთხვევაში მჭირდება მასაჟები?კისრის არეში ყრუ ტკივილები მაქვს,ეს ცვლილება სერიოზულია თუ სხვა რამის ბრალია ეს ტკივილები,ნევროლოგმა მკურნალობა დამინიშნა,მაგრამ შედეგი არ მაქვს,ოსტეოქონდროზის ბრალიაო,გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რამე
იხილეთ პასუხიკოქსართროზი
23 აგვისტო 2018კითხვა: რედგენმა აჩვენა სახსარზე ნაპრალის და ზედაპირების დეფორმაცია, ოპერაცია დამჭირდება?
იხილეთ პასუხი