გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
პოლიართრიტი
31 აგვისტო 2018კითხვა: გამარჯობათ,ჩემი ოჯახის წევრს აქვს ფეხის კუნთი დაჭიმული და გამაგრებული,ხოლო ფეხი,სახსრის ქვემოთ დასიებული. ეს პრობლემა,განსაკუთრებით მწვავდება,როდესაც მოძრაობის პროცესშია ან უბრალოდ მოსვენებულ მდგომარეობაში ზის. შედარებით შვებას გრძნობს წოლის დროს,როდესაც ფეხები რამოდენიმე ბალიშზე ,ჰორიზონტალურად მაღლა, აქვს აწეული. მაინტერესებს,რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ეს პრობლემა და რა სახის მკურნალობა იქნება ეფექტური შედეგის მომტანი? წინასწარ მადლობას გიხდით პასუხისათვის.
იხილეთ პასუხიმედიკამენტები ორსულობისას
31 აგვისტო 2018კითხვა: გამარჯობა.გახლავართ 30 კვირის ორსული. ჰემოგლობინის 66 ჰემატოკრიტი 34,9 ერიტროციტები 3,83 წნევა ხშირად 80/50 ასევე ტონუსი. დამინიშნეს მაგნე B6,ჰემოფერექსი,ტოტემა,პრევიტა. ასევე ვსვამ იოდოფოლს. ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან,ყველა ამ მედიკამენტის ერთად მიღება რამდენად მიზანშეწონილია? ფაქტიურად თითქმის ყველაშია ფოლი,რკინა,მაგნი და ასე შემდეგ.მეტი არ მოვა? გმადლობთ წინასწარ
იხილეთ პასუხირენტგენი
31 აგვისტო 2018კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს რენტგენის დროს ჩანს თუ არა ის,რომ პაციენტს აქვს მოწეული მარიხუანა ან თამბაქო?ანუ შესაძლებელია რენტგენით ამის შემჩნევა?
იხილეთ პასუხიკორონოგრაფია
31 აგვისტო 2018კითხვა: ჩემს მეუღლეს 61წლის 2002 წელში ჩაუტარდა გულის შუნტირების ოპერაცია. მას შემდეგ სისტემატიურად მკურნალობას,იღებს წამლებს.ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაუუარესდა მდგომარეობა.განდევნის ფრაქცია აქვს 20. აწუხებს ტკივილები მარჯვენა იღლიის მიდამოში,მარჯვენა მხარზე,მუცლის არეში,სუნთქვა პერიოდულად გაძნელებულია .ტკივილგამაყუჩებლის გაკეთების შემდეგ ტკივილი კონკრეტულ ადგილზე გადის მაგრამ მაშინვე სხვა ადგილზე ჩნდება.წნევა 100/60. სატურაცია 99. რეკენდაცია გვაქვს კორონაროგრაფიის გაკეთებაზე. გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად შესაძლებელია ამ პროცედურის ჩატარება რამეთუ იგივე კვლევა ორჯერ აქვს ჩატარებული 2010წ და 2014წ და ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა სტენტის ჩადგმა და რას უკავშირდება ეს გაუსაძლისი ტკივილები.
იხილეთ პასუხი