გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ვიზიტი მამოლოგთან - მამოლოგია
03 ნოემბერი 2018კითხვა: გამარჯობა, პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ არსებობთ <3 მოკლედ, ჩემი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში : ივლისის ბოლოს შევამჩნიე რომ მკერდის თავები გამიმუქდა ( ვარ 26 წლის, ქალიშვილი) , ვიცი რომ ეს ორსულობის დროს შესაძლებელია , მაგრამ ორსულად არ ვარ, გამორიცხულია ეს, ამიტომ წავედი მამოლოგთან, გადავიღე ექოსკოპია მკერდზე და არაფერი გამოჩნდა წარმონაქმნი. მამოლოგმა მითხრა ანგიოლოგს გაესინჯეო. დღეს გავიკეთე კოაგოლოგრამას ანალიზი და შედეგი ასეთია : PT _12.7 , დასაშვები ნორმა 12.5_17.9 sec. PI_ 99%, დასაშ.ნორმ. 70_115%. INR_ 1,0 , დასაშ.ნორმ 0,9_1,5. APTT _33,0 დასაშ.ნორმა <41 sec. TT_ _ (აქ ტირეა გასმული მხოლოდ) დასაშ.ნორმ < 30 sec. Fibrinogen 274. დასაშვები ნორმა 200_400 mg/dl. ჩემი კითხვაა : 1) ამ ანალიზის პასუხებით, ყველაფერი ნორმაშია თუ არა? 2) რაიმე საეჭვო ხომ არ იკვეთება? 3) თუ ყველაფერი ნორმაშია და სისხლძარღვებზე არ მაქვს პრობლემა, აღნიშნული სიმპტომებით რომელი პროფილის ექიმს უნდა მივაკითხო? აღვნიშნავ, რომ არ მაწუხებს არ მტკივა, მხოლოდ ფერი აქვს აშკარად გამუქებული.
იხილეთ პასუხიფლოსტერონი - ტრავმატოლოგია
03 ნოემბერი 2018კითხვა: მოგესალმებით. ფლოსტერონის ერთი ნემსის გაკეთება მუხლის სახსარში ორკვირიანი შუალედით, ანუ ერთი ამპულა ერთ მუხლში, ორი კვირის შემდეგ მეორეში. ხომ არ გამოიწვევს ეს სხეულის მასის მომატებას?
იხილეთ პასუხისანერწყვე ჯირკვლის რანულა - ყბა–სახის ქირურგია
03 ნოემბერი 2018კითხვა: გამარჯობა.დედაჩემს აქვს პირის ღრუში რანულა.სანერწყვე ჯირყვალზე .მაინტერესებს ეს ოპერაცია თქვენ კლინიკაში რა ღირს
იხილეთ პასუხივიზიტი ენდოკრინოლოგთან - ენდოკრინოლოგია
03 ნოემბერი 2018კითხვა: 3 თვეა ვსვამ მეთიპრედს და საშინლად მოვიმატე წონაში. ალტერნატივა რა არის რევმატიულ ართრიტზე და მეორე შეკითხვა - წელის გაშეშებისას ნაკლოფენის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს ნემსი მადლობა
იხილეთ პასუხითრომბოფლებიტი - ანგიოლოგია
03 ნოემბერი 2018კითხვა: ჩემს მეუღლეს ოთხი თვის წინ დაუსვეს მწვავე ტრომბოფლებიტი,მკურნალობის შედეგად ქვედა კიდურის შეშუპება საგრძნობლად შემცირდა,თუმცა სიარულის დროს აწუხებს ძლიერი ტკივილი,ასევე,ტკივილი აწუხებს გაღვიძებისას,კიდურზე ქონდა წყლულები,ამჟამად ,კიდურზე არსებული ჭრილობა არ ხორცდება,ვის მივმართოთ.
იხილეთ პასუხიმისოფონია - ნევროლოგია
03 ნოემბერი 2018კითხვა: 15 წლის ასაკში ვერ ვიტან ხმაურს, სხვადასხვა ხმებს, მაგ: ღეჭვას, კალმის წკაპუნს, ჭურჭლის ბრახაბრუხს. ინტერნეტიდან გამოკითხული ინფორმაციით ვფიქრობ , რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ნერვოლოგიურ დისფუნქციასთან (მისოფონია). ვის მივმართო სამკურნალოდ?
იხილეთ პასუხი