შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ვიზიტი უროლოგთან - უროლოგია

05 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა..ჩემს მეუღლეს ერთ სათესლე ჯირკვალზე თითქოს აი როგორც ჩახურებისგან ან ხახუნისგან რომ დაგიწითლდება კანი და აგექერცლება ისე აქვს და სისველე აქვს ხოლმე იმ ადგილას.რამდენჯერმე გამეორდა ასე..არ ვიცი ალბათ პარსვის ბრალი ხომარ არის? და დაზიანებულ ადგილას ლიმფასავით აქვს.სუნი თავისებური. შეიძლება რამე საშიში იყოს? შემდეგ წაისვამს ხოლმე უზნაძის მაზს და უვლის.

იხილეთ პასუხი

შეკრულობა - გასტროენტეროლოგია

05 ნოემბერი 2018

კითხვა: დიდი ხანია მაწუხებს შეკრულობა. არ მეჭმევა მაიონეზიანი კერძები რადგან ნაწლავებში ტკივილებს იწვევს.გავდივარ სამ დღეში ერთხელ ან ოთხ დღეში ერთხელ.შებერილობა არ მაწუხებს. თვეში ერთხელ ან კიდევ სამ თვეში ერთხელ ღებინების შეგრძნებას როგორც კი მაძლევს ეგრევე წყალივით ამოვა ცოტა და მსუბუქად ვიგრძნობ თავს . მირჩიეთ რამე ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მადლობა.

იხილეთ პასუხი

ეპილეფსია ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

05 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს,8 წლის ბავშვს,რომელსაც აქვს ეპილეფსია,ეკუთვნის თუ არა პენსია,ან დახმარება,ვერსად ვერ ვიპოვეთ სამართალი,მადლობა ასეთი უანგარო სამსახურისთვის

იხილეთ პასუხი

არითმია - კარდიოლოგია

05 ნოემბერი 2018

კითხვა: ისრაელ-საქართველოს ერთობლივ კლინიკა "გიდმედში" მ/წლის 31 ოქტომბერს 15:00 საათზე შემიყვანეს საოპერაციოდ ხერხემლის მე-4 - მე-5 მალების დაზიანებისა და თიაქარის ლიკვიდაციის მიზნით. დაიწყეს ოპერაცია, მაგრამ იგი ვერ დაასრულეს, რადგან ექიმის განმარტებით, ოპერეციის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათიის შემდეგ ინტრაოპერაციულად გამოიხატა წიანაგულოვანი ექსტრსისტოლია, ბიგემანიის ტიპის ჰემოდინამიკური პარამეტრების დარღვევა და ვინაიდან ოპერაციის ეტაპი მოიცავდა ჯერ მხოლოდ კანქვეშა ქსოვილის მობილაზაციის ეტაპს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ოპერაციის შეწყვეტის შესაებ. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ოპერაციის წინა დღეს,დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ იმავე კლინიკაში და მათ მიერ მითითებულ სხვა კლინიკებში ჩამიტარდა ლაბორატორიული ანალიზები, კარ- დიოლოგიური გამოკვლევევბი, ჩამიტარდა კარდიოლოგიური გამოკვლევა, გადავიღე ფილტვების რენტგენი. გულთან დაკავშირებით ახლო პერიოდში კარდიოგრამის არაერთი გადაღებისას რაიმე განსაკუთრებული შენიშვნები არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ეს გარემოება გამოწვეული უნდა იყოს ანესტეზიოლოგის არასწორი მოქმედებების გამო. გთხოვთ მომწეროთ თქვენი მოსაზრება ამ მდგომარეობის გამო და იმის შესახებ, თუ რა საჭირო პევენციული ზომების მიღებაა საჭირო განმეორებითი ოპერაციის ჩატარებამდე

იხილეთ პასუხი

ვარიკოზი - ანგიოლოგია

05 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა! ვარ 29 წლის მაწუხებს ვარიკოზი და მაქვს ტკივილი ფეხზე დიდხან დგომის შედეგად. მაინტერესებს ქირურგიული ჩარევა აუცილებელია თუ შეიძლება მკურნალობასაც შეესაბამებოდეს. და რა თანხები დამჭირდება ამისათვის

იხილეთ პასუხი

კისრის ნაოჭის ექოსკოპია - ნეონატოლოგია

05 ნოემბერი 2018

კითხვა: გამარჯობა, ორსულობის მე13ე კვირაზე გავიკეთე ეხო, კისრის ნაოჭის სისქე 1,3 მმ და ცხვირის ძვალის სიგრძე 3,5მმ. მითხრეს რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ახლა წავიკითხე რომელიღაც საიტზე ცხვირის ძვალის სიგრძის ნორმა არის 3,1 მმ. გთხოვთ მითხარით რამე საშიშია?

იხილეთ პასუხი