მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.
ხოლო, მის შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), ტროფიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში.
ჩვენს კლინიკაში, ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება, რომელიც არტერიული დაზიანებების მქონე პაციენტებს მაღალი ტექნოლოგიებისა და მინიმალური ჩარევის საშუალებით სისხლის მიმოქცევის აღდგენაში ეხმარება.
კლინიკაში დანერგილია ენდოვასკულური მეთოდი – განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე დახშული სისხლძარღვების მკურნალობა.
შესაბამისად, პაციენტს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგ გიორგი ჯინჭველაძესთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი ვიზიტისას შეაფასებს მდგომარეობას და თქვენს მეუღლესთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის შემდეგ ეტაპებს.
ვიზიტისას, თუ გამოიკვეთება სისხლძარღვების დოპლეროგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა სამშაბათი, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !