გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ჰემოროიდული კვანძები - პროქტოლოგია
22 მაისი 2019კითხვა: გამარჯობა, სწორ ნაწლავზე მაქვს შიდა და გარე კვანძი, ჩემმა ექიმმა შემომთავაზა როგორც ორი რგოლის დადება ასევე ქირურქგიული მოკვეთა კვანძების. მე მინდა რომ ორივე კვანძი მომშორდეს და ქირურგიული მოკვეთა მირჩევნია, მაგრამ მითხრეს რომ ბევრი ექიმი ერიდება ასეთ ჩარევას, ხომ ვერ მეტყვით რატომ? ასევე ექიმმა მითხრა რომ ოპერაცია არაა სასწრაფო, შემიძლია თუ არა მანამდე ვივარჯიშო მცირე წონების აწევით?
იხილეთ პასუხისპლენომეგალია, ნაღველკენჭოვანი დაავადება - ქირურგია
22 მაისი 2019კითხვა: ეხოსკოპიის მიხედვით მაქვს სპლენომეგალია. ნაღველში კი კენჭები, ე.წ. ყრუ ნაღველი მაქვს. რამდენად შეიზლება ნაღველის ასეთმა მდგომარეობამ გამოიწვიოს სპლენამეგალია, სისხლის საერთო ანალიზში ოდნავ მომატებული მაქვს ბაზოფილები 1.9 მაქვს და ლიმფოციტები კი 19. ნორმა წერია 20-40.
იხილეთ პასუხიტკიპა - რჩევები
21 მაისი 2019კითხვა: გამარჯობა, 3წლის ბავშვს კისერზე ეჯდა ტკიპა, თავიდან ვერ მივხვდი რა იყო და მყისიერად მოვაშორე, ძალიან ადვილად მოძვრა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ რაღაც დარჩა, შავი წერტილი კიდევ ჩანს ძალიან პატარა. დღეს უკვე მესამე დღეა არც მაგ ადგილს სადაც ეჯდა ანუ კანს და არც ბავშვს ცვლილება არ ეტყობა. მირჩიეთ რა რა უნდა გავაკეთო და საშიშია თუ არა თუ დარჩა რამე? სავარაუდოდ ან ფეხი მგონია ან ხორთუმი.
იხილეთ პასუხიანგიოლოგიური პათოლოგია - ანგიოლოგია
20 მაისი 2019კითხვა: მოგესალმებით! ვარ 26 წლის.4 წლის წინ გადავიტანე, მარცხენა ფეხზე ,ღრმა ვენების თრომბოზი.ასევე ფილტვებშიც იყო წასული თრომბი.თრომბის გამომწვევ მიზეზად ფეხმძიმობა მითხრეს(2-3 თვის ვიყავი),თუმცა სხვებმა ისიც მითხრეს,რომ ეგრე პატარა ფეხმძიმეებში არ ხდებაო.მის მერე თვენახევარი ფრაქსიპარინზე ვიყავი,შემდეგ ფეხმძიმობა შეწყდა და ვარფარინზე გადამიყვანა ექიმმა.თვეში ერთხელ ვიკეთებ iners.2-3 შუალედში უნდა მქონდეს.ჩემმა ექიმმა მითხრა ,რომ მთელი ცხოვრება უნდა ვსვა წამალი,სიცოცხლე რომ არ დადო სასწორზეო...სხვებმა მითხრეს,რომ უნდა მომეხსნას და არაა საჭირო მთელი ცხოვრება სმა.ფეხი შეშუპებული დამრჩა,ტკივილებიც მაქვს ხოლმე,მაგრამ ხერხემალიც მაწუხებს და რომელს დავაბრალო ეს ტკივილები აღარ ვიცი.ბოდიში,მაგრამ რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ. 1) შესაძლებელია,თუ არა წამლის მოხსნა და რამდენად უსაფრთხოდ ვიქნები წამლის გარეშე? 2) შეშუპება დაცხრება დროთა განმავლობაში თუ ასე დარჩება? 3)რამდენად სარისკოა ფეხმძიმობა? 4) წამლის ფონზე შეიძლება თუ არა მოხდეს ისევ თრომბოზი? დიდი მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხიმუცლის შებერილობა, ამენორეა - გინეკოლოგია
20 მაისი 2019კითხვა: გამარჯობა.მაწუხებს მუცლის შებერილობა,მეწყება მუცლის ტკივილი,ციკლი დეკემბრის მერე არ მქონია,რისი ბრალი შეიზლება იყოს?ვარ 38 წლის.ციკლი არეული მაქვს 10 წელია.
იხილეთ პასუხიგასტრიტი, რეფლუქსი, კოლიტი - გასტროენტეროლოგია
20 მაისი 2019კითხვა: მოგესალმებით, დიდი ხანია მაწუხებს მარჯვენა ფერდის ქვეშ ყრუ ტკივილი, წვა & სიმძიმის შეგრძნება. გადავიღე რენტგენი & მუცლის ღრუს ექოსკოპია, გამოირიცხა ნაღვლის ბუშტი & ღვიძლი, მაქვს გასტრიტი, რეფლუქსი, კოლიტი, ვიმკურნალე ნოლპაზით, ცოტა შეღავადი მომეცა, მაგრამ მაინც მარჯვენა მხარეს დისკომფორტი მაქვს. თუ შეიძლება ამ დიაგნოზით ასეთი ჩივილი? რას მირჩევთ?
იხილეთ პასუხი