მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ, სწორი ნაწლავის ნახეთქსა და ჰემოროიდულ კვანძზე, იგივე ბუასილზე. ხოლო აღნიშნული რგოლები – ლატექსის რგოლებია, ექიმი ამ რგოლებს ჰემოროიდული კვანძის ფუძეზე უჭერს. ერთი კვირის განმავლობაში ჰემოროიდული კვანძი ხმება და ძვრება.
რაც შეეხება თავის არიდებას, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პროცედურა არც ისე კომფორტულია და იშვიათად სისხლდენით რთულდება.
აღნიშნულ მანიპულაციას ეწოდება ლონგოს მეთოდი.
გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ჰემოროიდულ კვანძს, ლონგოს მეთოდით არ ვმკურნალობთ.
ჩვენს კლინიკაში, ბუასილის ლიგირება ხდება – ელექროექსციზიის (ენდოსკოპური) მეთოდით.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ უფასო კონსულტაცია პროქტოლოგთან, რომელიც შეისწავლის თქვენს მდგომარეობას და მენეჯერთან ერთად განიხილავს ოპერაციის ფინანსურ მხარეს.
ყოველივე ამის შემდეგ, გაგიმზადდებათ საჭირო დოკუმენტაცია, ფორმა №100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/39
პროქტოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!