მოგესალმებით,
მუცლის შებერილობა , იგივე მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო, ნაწლავებში აირების დაგროვებაა, რაც ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.
კვების დროს გადაყლაპული აირები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის სახით, თავისით გამოიყოფა, რაც საკვების მიღების შემდეგ ნორმად ითვლება.
მეტეორიზმის მკურნალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი კვება.
რაციონიდან უნდა ამოიღოთ აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი საკვები:
- ცომეული;
- ტკბილეული;
- რძე;
- ახალი ხილი;
- ახალი ბოსტნეული;
- ბოსტნეული;
- პარკოსნები.
უმჯობესია მიირთვათ რძემჟავა პროდუქტები:
- ყველი;
- მაწონი;
- იოგურტი.
რაც შეეხება ამენორეას, მენსტრუაციის არარსებობას, მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს საკვერცხის, საშვილოსნოს, ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაავადება. ჰიპოთალამურ ამენორეაზე მაშინ საუბრობენ, როცა დარღვეულია ამ ორგანოს მიერ ჰორმონების პროდუქცია. ეს ჰორმონული დარღვევა ჰიპოფიზზე ახდენს გავლენას. სწორედ ჰიპოფიზმა უნდა გამოიმუშაოს საკვერცხეზე მოქმედი ჰორმონები.
ასევე შესაძლებელია, ამონორეის მიზეზი იყოს კონტრაცეფცია.
თუ რით არის გამოწვეული თქვენს შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლის შეჩერება, დისტანციურად რთულია გიპასუხოთ.
შებერილობასთან დაკავშირებით, სასურველია, რომ მიმართოთ გასტროენტეროლოგს, ხოლო ამენორეას გამომწვევი მიზეზის დადგენა, გინეკოლოგის პრეროგატივაა .
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ექიმ–გინეკოლოგის კონსულტაცია + მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31556/sagazafkhulo-ginekologiuri-aqcia-15-larad
კვლევის შემდეგ, დიაგნოსტირდება მენსტრუალური დარღვევის მიზეზები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!