მოგესალმებით,
ვარფარინის მიღების საჭიროება განისაზღვრება, როგორც თქვენც აღნიშნეთ INR – პროთრომბინული დროის ან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მიხედვით. წამლის მოხსნასთან დაკავშირებით და უკუჩვენებების შესახებ, უმჯობესია, გაესაუბროთ თქვენს ექიმს.
რაც შეეხება ორსულობას, ვინაიდან ვარფარინს ახასიათებს ტერატოგენული მოქმედება, შეიძლება გამოიწვოს ნაყოფში სისხლდენის განვითარება და მისი დაღუპვა, ამიტომ მისი დანიშვნა ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ორსულობა უმჯობესია, დაიგეგმოს მკურნალ ექიმთან და მეან–გინეკოლოგთან ერთად.
წამლის ფონზე განმეორებითი თრომბოზის განვითარების შანსები, ძალიან მცირეა.
როგორც მოგვითხრობთ გაწუხებთ ხერხემალი. შესაძლოა, ფეხის ტკივილი გამოწვეული იყოს ხერხემლის სვეტის, კერძოდ კი, წელის მალების პათოლოგიიდან.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგს, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის აპარატურულ კვლევებს, დაადგენს ჩივილის გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
მრტ კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ანგიოლოგი.
ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში კი, თქვენი სურვილის შესაბამისად დაგეხმარებიან ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მაღალკვალიციფიციურ ექიმთა გუნდი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!