ზედა კიდურების შეშუპება, თავის ტკივილი, ქოშინი

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 29 წლის უკვე რამდენიმე წელია მაწუხებს თავის ტკივილი, სისუსტე, მალე დაღლა, სხეულის კანკალის შეგრძნება, ქოშინი, გულის აჩქარება, მალე გაღიზიანება, ყურებში და თავში ხმაურის შეგრძნება, თვალების ტკივილი და წვა. რამოდენიმე თვეა უკვე ზედა კიდურების შესიება დამეწყო. იქნებ მირჩიოთ რაიმე ან ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით! ძნელია დისტანციურად ზუსტად გიპასუხოთ, რადგან თქვენი ჩივილების გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა სხვადასხვა იყოს.

შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია ამ ფაქტორების შესახებ. სხეულის ზემოთა ნაწილების შეშუპება ზემო ღრუ ვენაზე ზეწოლის სინდრომს ახასიათებს, მისი მიზეზია ზემო ღრუ ვენაზე ზეწოლა, შუასაყრის გადიდებული ლიმფური კვანძები, ფილტვის სიმსივნე, აორტის ანევრიზმის ან პერიკარდიუმში სითხის დაგროვება ან პერიკარდიუმის ფურცლების შეხორცება. ასეთ შემთხვევებში სახესთან ერთად შუპდება კისერი, ზედა კიდურები, კისრის ვენები გადაბერილია, სახე და ხელები ამ ნიშნებს ხშირად ქოშინიც ერთვის, ასევე შესაძლებელია გამომწვევი მიზეზი იყოს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, გლუკოკორტიკოსტეროიდები და სასქესო ჰორმონები, რომლებიც ორგანიზმში სითხის შეკავებას და შეშუპებას იწვევენ. შეშუპება სიმპტომია და არა დაავადება. ასე რომ, უნდა უმკურნალოთ მის მიზეზს, რომლის დასადგენად მეტად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. თქვენ გესაჭიროებათ მულტიპროფილური მკურნალობა, ამისათვის სასურველია განახორციელოთ ვიზიტი შემდეგ სპეციალისტებთან, რათა გამოირიცხოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები : ანგიოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი. შეგვიძლია შემოგთავაზოთ კლინიკაში მიმდინარე აქციები: 49 ლარად გაივლით ენდოკრინოლოგთან ვიზიტს და ჩაიტარებთ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევას ელასტოგრაფიით, ანგიოლოგიური მიმართულებით გვაქვს შემდეგი ტიპის აქცია : მხოლოდ 45 ლარად ჩაიტარებთ შემდეგ მომსახურებებს: კიდურების დუპლექს სკანირება, გოჯ–მხარის ინდექსის გამოთვლა, ანგილოგთან კონსულტაცია. სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის და წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით კლინიკის ცხელ ხაზზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა