ყნოსვის დაკარგვა - ანოსმია

კითხვა: გამარჯობათ ძაან მაგარი ყნოსვის უნარი მქონდა ბოლო 10 დგეა სულ დავკარგე ყნოსვა.რა მეშველება?
პასუხი:

მოგესალმებით ! ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია) შესაძლოა გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა . ყველაზე ხშირად გემოვნების ან ყნოსვის დარღვევები დაკავშირებულია ანთებით დაავადებებთან ან ვირუსულ პროცესებთან ცხვირხახაში . ასევე ალერგიულ რეაქციებთან. როდესაც მიზეზი ალაგდება ბრუნდება შეგრძნებებიც. კიდევ შეიძლება იყოს სხვა მიზეზებიც,მაგალითად ცხვირის პოლიპები, კბილის დაავადებები, თანდაყოლილი ფაქტორები, ცხვირის ან ყბის მექანიკური დაზიანება, სამკურნალწამლო პრეპარატების მიღება. მიზეზი შესაძლოა იყოს ასაკიც--ასაკთან ერთად მხედველობის და სმენის გაუარესების გარდა, ასევე იცვლება ყნოსვაც და გემოვნების შეგრძნებებიც.გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის დაავადებების, დიაბეტის და სხვა პათოლოგიების დროს. სიტუაციის გამოსასწორებლად, პირველ რიგში აუცილებელია დაავადების მიზეზის გამოსავლენად პაციენტის გულდასმით გამოკვლევა. მკურნალობა ეყრდნობა პირველადი მიზეზის კუპირებას.
აუცილებელია მიმართოთ ექიმ – ოტოლარინგოლოგს . უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ყნოსვის პრობლემები სინამდვილეში. თუ არ ყოფილა ტრავმული დაზიანება,რომელსაც შეეძლო თავის ტვინში ყნოსვის ცენტრის დაზიანება, მაშინ ყნოსვის შეგრძნების დაბრუნება , შესაძლებელია გამომწვევი მიზეზების ალაგების შემდეგ. ამას კი გარკვეული დრო ესაჭიროება.
შეგიძლიათ , რომ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია ოტო-რინო-ლარინგოლოგთან. დამატებითი ინფორმაცისითვის დაგვიკავშირდით 577 119 19 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა