წვის შეგრძნება თითებში

კითხვა: რა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ხელების თითების წვა?
პასუხი:

მოგესალმებით,
დაბუჟება ერთ ან ორივე ხელში აღნიშნავს მგრძნობელობის დაკარგვას ხელში ან თითებში. დაბუჟებას ხშირად თან ერთვის სხვა მგრძნობელობითი ცვლილებები, როგორებიცაა ჩხვლეტის და წვის შეგრძნებები.მკლავებში, ხელებში ან თითებში შეიძლება განვითარდეს მოუქნელობა და სისუსტე.
თითებში წვის შეგრძნება, უმეტესად გამოწვეულია ხელის ან მაჯის ნერვების და მათი ტოტების დაზიანებით, გაღიზიანებით ან კომპრესიით.
ცალ ან ორივე ხელში დაბუჟების შესაძლო მიზეზებია:
● ალკოჰოლიზმი;;
● ამილოიდოზი (როცა ამილოიდური ცილები გროვდება ორგანოებში);
● მხრის ნერვთა წნულის დაზიანება ;
● კისრის სპონდილოზი ;
● განგლიური კისტა (არასიმსივნური, სითხით სავსე შესივებები, რომლებიც ძირითადად ვითარდება მაჯის და ხელების მყესების და სახსრების გაყოლებაზე);
● მეორე ტიპის დიაბეტი;
● ვასკულიტები (სისხლძარღვების ანთება);
● B-12 ვიტამინის დეფიციტი და ა.შ.
მკურნალობა დამოკიდებულია ჩივილების გამომწვევ მიზეზზე, ამიტომ შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი–ნევროლოგი შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ პარასკევს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა