წვა შარდვის დროს

კითხვა: გამარჯობა. ჩემს ახლობელს. რომელიც არის 21 წლის და ქალიშვილი შარდვის დროს აქვს წვა. შარდის ანალიზმა აჩვენა დიდი რაოდენობით ლეიკოციტები. რა უნდა მიიღოს წამალი.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ტკივილი ან წვა შარდვის დროს მიგვანიშნებს საშარდე გზების ინფექციებზე.
შარდის საერთო ანალიზით ირკვევა, ჩართულია თუ არა პროცესში საშარდე სისტემა, მაგრამ ამ მონაცემების საფუძველზე ძნელი სათქმელია, სახელდობრ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ასე რომ, არ არის გამორიცხული, სხვა გამოკვლევების ჩატარებაც მოგიხდეთ.
შარდზე შეიძლება ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარებაც, რაც ინფექციის გამომწვევის სახეობის დადგენაში გვეხმარება. ამ ანალიზის პასუხს ეყრდნობა შემდგომ მკურნალობის გეგმა.
ვინაიდან გამომწვევი უმეტესად ბაქტერიაა, საშარდე გზების ინფექციას, წესისამებრ, ანტიბიოტიკებით მკურნალობენ (ცხადია, მას შემდეგ, რაც ინფექციის ბაქტერიული ბუნება დადასტურდება), ანტიბიოტიკის სახეობა და დოზა კი დაავადების სიმპტომების, სირთულისა და გამომწვევის ტიპის შესაბამისად ირჩევა, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.
შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაენიშნება შესაბამისი და ინდივიდუალური მკურნალობა.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა