ვიზიტი მამოლოგთან

კითხვა: გამარჯობა, სკრინინგცენტრში გავიკეთე მამოგრაფია და მკერდის ექოსკოპია. დიაგნოზი ასეთია: მედიალური კვადრატების საზღვარზე ისახება ცისტა 4'3მმ. ზედა ლეტარალურ კვადრატში აღინიშნება ოვალური ფორმის სწორი კპნტურის მქომე ჰიპოექოგენჯრი ავასკულური წარმონაქმნი ზომით 6,4 " 2 მმ. მაინტერესებს რამდენად საშიშია და თუ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
დიაგნოზის დასმა დისტანციურად, მხოლოდ მამოლოგიური კვლევის პასუხის საფუძველზე არაკორექტული და არაკომპეტენტური იქნება.
აუცილებელია მდგომარეობა შეაფასოს მამოლოგმა უშუალო კონსულტაციისას, რადგან თქვენს მიერ აღნიშნული, მდგომარეობის აღწერაა და არა კლინიკური დიაგნოზი. საჭიროა თუ არა მკურნალობა - წყვეტს მამოლოგი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი თავად მოგახსენებთ, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა