წონაში დაკლების სურვილი

კითხვა: როგორ დავიკლო ერთ თვეში?
პასუხი:

მოგესალმებით!
სიმსუქნე ძირითადად არასწორ კვებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ჭარბი წონა შეიძლება გამოწვეული იყოს: ენდოკრინული დარღვევით, ქრონიკული სტრესით, უძილობით, ჰიპოდინამიით, გენეტიკური განწყობით, გარკვეული ენდოკრინული დაავადებებით და სხვა.
თვითნებურად დიეტის დაცვა სახიფათოა, რადგან თუკი არაბალანსირებულად იკვებებით, ამით ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებთ. ცალმხრივი დიეტები ადამიანს თავიდან სწრაფად აკლებინებს წონაში, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ შიმშილი ორგანიზმისთვის დიდი სტრესია და დიეტის შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, ორმაგად დაიბრუნებთ დაკლებულ კილოგრამებს.
ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია დღეში ხუთჯერადი კვება. რაციონი სამი ძირითადი კვებისგან (საუზმე, სადილი და ვახშამი) უნდა შედგებოდეს და შუალედში დამატებითი კვება, ე.წ. წახემსებაა საჭირო. საუზმე დღის კვების 25%–ს უნდა შეადგენდეს, სადილი 35%–ს, ვახშამი 20%–ს, ხოლო წახემსება 10–10%–ს.
რეკომენდებული არ არის ტკბილი და გაზიანი სასმელები. სასურველია, მაქსიმალურად შეზღუდოთ ნებისმიერი სახის ტკბილეული, შოკოლადი თუ ნამცხვრები, ცომეული და ფუნთუშეული. რაც შეეხება პურს. გირჩევთ, მცირე რაოდენობით მიიღოთ. კვების რაციონიდან ამ პროდუქტის მთლიანად ამოღება არაა სასურველი. შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მიიღოთ ქატოს ან ჭვავის პური. თუ თეთრი პური გიყვართ უარს ნუ იტყვით. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რაოდენობას მაგალითად, საუზმეზე 50 გრამი უნდა მიიღოთ, ხოლო სადილზე 75%.
ვარჯიშის გარეშე წონაში კლება წარმოუდგენელია, რადგან სიმსუქნესთან ბრძოლაში სწორი კვების რაციონი 50%–ს შეადგენს, დანარჩენი 50%–ზე კი გავლენას ახდენს ფიზიკური აქტივობა. ადამიანების დიდ ნაწილს ვარჯიში ეზარება. აუცილებელი არაა სირბილი, შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე ისეირნოთ. ძალიან კარგია ცურვა, რომელსაც სხეული ტონუსში მოჰყავს და ამკვრივებს.
პირველ რიგში დასადგენია სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი, თუ სიმსუქნეს ორგანული პათოლოგია არ იწვევს, წონის კორექციისთვის დიეტოთერაპიას მივმართავთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინშნავთ საჭირო გამოკვლევებს და ამის შემდეგ დაგენიშნებათ დიეტა, რომელიც ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურია.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა