წნევათა ზღვრების ტოლობა

კითხვა: მოგესალმებით, ჩემს ახლობელს (მას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა) ემართება წნევათა ზღვრების ტოლობა, მაგ. 100/100, 120/120. მისი თქმით იყო შემთხვევა, როცა მოხადა 140/140-ზე. ექიმს, ვისაც მიაკითხა, დაუჯერებლად ეჩვენა ეს პათოლოგია. რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი ან რა სახის მკურნალობას დაექვემდებარება? პატივისცემით,
პასუხი:

მოგესალმებით, ძალიან დაგვაინტერესა თქვენმა წერილმა !
სისტოლური და დიასტოლური წნევათაშორისი მცირე სხვაობა (დაბალი პულსური წნევა) შეიძლება განვითარდეს გულისა თუ ენდოკრინული დაავადებების დროს, როდესაც აღინიშნება ტაქიკარდია (გულის ცემის ძლიერი გახშირება), გულის გამოხატული უკმარისობა (როცა გულის კუნთი სუსტად იკუმშება),ასევე როდესაც ვითარდება ქვედა კიდურების სისხლძარღვების სპაზმი (რომელსაც დიდ ხანს სიცივეში ყოფნა იწვევს), ჰიპოვოლემია (როცა ორგანიზმში სისხლის რაოდენობა ტრავმებისა და სისხლდენის გამო საგრძნობლად მცირდება).
თუმცა ,მუდმივად ამ ორ წნევას შორის ტოლობის არსებობა ,პრაქტიკულად სისხლის ცირკულაციისათვის გადაულახავ დაბრკოლებას შექმნიდა.
ასეთი პაციენტი რომ გადაადგილდებოდეს და ექიმებთან ვიზიტს ახერხებდეს ,ძნელად წარმოსადგენია .
ჩვენი რჩევა და ასევე დიდი სურვილი იქნება ,თუ მობრძანდებით ჩვენს კლინიკაში და ჩაიტარებთ კონსულტაციას კარდიოლოგთან .
ობიექტური გასინჯვის და გამოკვლევების შემდეგ,ვფიქრობთ , მოვახერხებთ თქვენი პრობლემის კვალიფიციურ გადაწყვეტას .
ჩვენი მისამართია ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას ქ.№5 , ტელ.ნომერი ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გთხოვთ , წინასწარ გვაცნობოთ თქვენი ვიზიტის თარიღი და დრო !
გმადლობთ,რომ ენდობით ჩვენს კლინიკას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა