ქუსლის დეზი

კითხვა: სიარულის დროს მარჯვენა ფეხის ქუსლი მტკივა,მერე კოჭთან ამოდის ტკივილი...
პასუხი:

მოგესალმებით,
ფეხის ქუსლის დეზი, ქუსლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ის წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის მახათისებრ წანაზარდს.
მდგომარეობა იწვევს სქელი ქსოვილის გროვის ანთებასა და ტკივილს. ამ ქსოვილს პლანტარული ფასცია ეწოდება.პლანტარული ფასცია ფეხის ქვედა ნაწილში მდებარეობს და ქუსლის ძვალს აერთებს ფეხის თითებთან. ასეთი ძვლოვანი წანაზარდები გვხვდება როგორც ყმაწვილობის, ისე ხანდაზმულ ასაკში.
ისინი შეიძლება გაჩნდეს ერთ ან ორივე ქუსლზე. მათი წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი. ითვლება, რომ დეზი შეიძლება წარმოიქმნას ტრავმის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ასევე იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს უწევს დიდხანს დგომა ან სიარული და ქუსლის ძვალი ნორმაზე მეტად დატვირთულია.
პლანტარული ფასციიტი ხშირად იწვევს გამჭოლ ტკივილს, რომელიც ვითარდება, ძირითადად, დილით პირველი ნაბიჯის გადადგმის დროს.
ტერფის ზემოთ აწევის დროს ტკივილი, როგორც წესი, მსუბუქდება, თუმცა ტკივილი ბრუნდება ხანგრძლივად დგომის ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომის შემდგომ.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული მკურნალობა.
ობიექტური დათვალიერების შემდეგ, ექიმი თავად გადაწყვეტს ექვემდებარება თუ არა ქუსლის დეზი ლაზერულ დაშლას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალიზებულ კლინიკაში.
ექიმ ირაკლი ფერაძესთან უფასო კონსულტაცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყოველ ორშაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა