მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ კონსულტაცია გაიარეთ ყელ–ყურის ექიმთან .
სინამდვილეში კი, შესაძლოა გესაჭიროებოდეთ ყბა –სახის ქირურგი, რადგან შესაძლოა, პათოლოგია ჰქონდეს თქვენს მეუღლეს ყბის სახსარში.
დისტანციურად ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, უშუალო ვიზიტისა და გასინჯვის გარეშე, ამიტომ გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ბატონ შოთა ლობჟანიძესთან კონსულტაციაზე.
ვიზიტისას ექიმი ობიქტურად შეაფასებს თქვენი მეუღლის მდგომარეობას, დანიშნავს საჭირო კლინიკურ კვლევებს, დასვმას დიაგნოზს და დანიშნავს ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ ყბა–სახის ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, თუ გადაწყვეტთ ვიზიტს გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მეუღლეს აქვს ყურის და კისრის ტკივილი, სულ აწუხებს, ექიმთანაც ვიყავით მაგრამ რიგზეა ყველაფერი. რა შეიძლება გავაკეთოთ? ან ვის მივმართო? მადლობაა წინასწარ
პასუხი: