მოგესალმებით,
კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებაა, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.
განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე, განავალი თხიერია ზოგჯერ სისხლის და ლორწოს მინარევით. ასევე ახასიათებს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ენა მშრალი, რუხი ფერის ნადებით, ცვლილებები სისხლში–ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება.
ქრონიკული კოლიტი წარმოადგენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ პათოლოგიას, რომელიც შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან. ის შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური წარმოშობის. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ნაწლავის პირობით პათოგენური მიკლოფლორა.
მნიშვნელოვანია გატარდეს დიფერენციული დიაგნოზი სხვა დაავადებებთან, რადგან ძალიან ხშირად სხვადასხვა დაავადების სიმპტომები ჰგავს ერთმანეთს.
როგორც მოგვითხრობთ, სახეზე გაქვთ გამონაყარი, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს კოლიტს, თუმცა დასაზუსტებლად აუცილებელია, მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც დააზუსტებს გამონაყარის მიზეზებს.
დროულად ექიმთან მიმართვის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.
აღნიშნული დაავადების დროს ინიშნება დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს.
დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.
მნიშვნელოვანია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვალიფიციური გამოკვლევა და კოლიტის მიზეზების დადგენა, მათ შორის კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური კვლევები.
შესაბამისად, უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის სწორ მეთოდს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კუჭ–ნაწლავის სისტემის სრულყოფილი კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას გისურვებთ ჯანმრთელობას !