ვიზიტი სპეციალისტებთან

კითხვა: სალამი, მკერდთან მაქვს უსიამოვნო შეგრძნება რომელიც იღლიასთან და ზურგის ნაწილზე გადადის, ასევე ფეხშიც ძალიან უსიამოვნოდ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, მენჯის არეში ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად მენჯის ორგანოთა პრობლემებია, ასევე - პანკრეასის, თირკმელების, მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები და ა.შ. რასაც დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.
სწორედ ამიტომ შემოგთავაზეთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია ( თავად მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რომ გქონდათ ვეგეტონევროზი და „ცუდი შეგრძნებები მუცელში“ ).
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ნევროლოგიც, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა