კითხვა: გამარჯობა, 4ში ვიმშობიარე ბავშვს ჰქონდა ცხვირში ხიხინები, ფიზიოს წვეთებს ვაწვეთებთ .დღემდე გაუგრძელდა, სჭირდება პედიატრთან მიყვანა თუ გადაუვლის.. როდესაც ვუწმინდავ თეთრი ლორწოსნაირი ამოდის ცხვირიდან თან აცემინებს ხოლმე.
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად ე.წ. ხიხინი ბავშვებში, სუსტი ბრონქების ნიშანია.
მისი გართულებაა ბრონქოსპაზმი, რაც არის სასუნთქი გზების ლორწოვანის მიდრეკილება, ზედმეტად აქტიურად უპასუხოს გარეშე გამღიზიანებლის ზემოქმედებას, რაც გამოიხატება ლორწოვანის შეშუპებით, ხველით, ნახველის გამოყოფით, ბრონქების შევიწროებით.
ხიხინი არის სტვენისმაგვარი ხმიანობა, რომელიც სუნთქვისას აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ის ისმის ამოსუნთქვისას, მძიმე შემთხვევებში - სუნთქვის ორივე ფაზაში.
გირჩევთ, აუცილებლად მიმართოთ პედიატრს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანრმთელობას !