ხერხემლის პათოლოგია

კითხვა: მოგესალმებით! გამუდმებით მტანჯავს ზურგის და წელის ტკივილი. დიკლობერილის ნევსები უშედეეგოდ ვიკეთე გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე რომელი მადიკამენტია ეფექტური ტკივილების გასაყუჩებლად .გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა ზოგადად, აღნიშნული ლოკალიზაციის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორის აღსანიშნავია:

●  ხერხემლის სიმტკიცის განმაპირობებელი კუნთების, იოგებისა და დისკების გადატვირთვა, დაჭიმვა ან დაზიანება;

●  ცუდი, მოუხერხებელი პოზა, რომლის დროსაც დატვირთვა ზურგზე არათანაბრად ნაწილდება;

●  ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა, მაგალითად, დისკის თიაქრის გამო;

●  სკოლიოზი ;

●  ოსტეოართროზი;

●  მიოფასციური ტკივილი - ამ დროს ზიანდება კუნთის ან კუნთთა ჯგუფის შემაერთებელი ქსოვილი და ა.შ.

ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიმართეთ  თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ვიზიტისას თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა